1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 22-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 22-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებლის (მაძიებლის) გარდაცვალების შემთხვევაში, განცხადებაზე გადაწყვეტილება აღარ მიიღება.
4. კომისიის სხდომა ტარდება, სულ მცირე, თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის ჩატარება შეიძლება ნებისმიერ დროს.
5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას მოქალაქისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
6. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
8. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისგან სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. ხანძრისა და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახის განცხადების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დასკვნის მისაღებად მიმართოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილ კომისიას.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება.
10. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა.
11. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე.
12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 22-ე პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
13. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ანგარიშსწორებას ახორციელებს საფინანსო საბიუჯეტო სამსახური.
14. საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ მოქალაქეზეც, რომელიც განცხადების დაწერის დროისთვის იმყოფება სტაციონარში.
15. შესრულებული სამუშოს შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (დედანი ან/დედანის დასკანერებული ვერსია ელექტრონული ფორმით) საფუძველზე გამოიცემა ბრძანება.
16. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია მომსახურების ღირებულების გადახდა, ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაირიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. დახმარების თანხა განისაზღვრება მე-3 მუხლის შესაბამისა