⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.01.2026)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2025
ძალის დაკარგვა 23.01.2026
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.136.016449 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
434 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2025 მიღება
23.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
28.01.2025
22.01.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2025 წლის 27 იანვარი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024  წლის   30  იანვრის   №1   დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1.  დაბა   ხულოში   სახელმწიფო   და   ხულოს   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული   არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების   1   კვადრატული   მეტრი   მიწის   ნორმატიული   ფასი   (შემდგომში   –    „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ხულოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის – 1-ს (რადგან დაბა ხულოში ზონირება არ ხორციელდება); დ) C არის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხულოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:    lmg Itl C K Cn 0.37 1 0.24 70 6.22 3. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს  3.11 ლარს. 4. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა  კურორტი  „ბეშუმისა“ და კურორტი „გოდერძისა“) მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.56 ლარს, კურორტი „ბეშუმისთვის“ და კურორტი „გოდერძისთვის“ ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 200%-ის ოდენობით და შეადგენს 12.44 ლარს. 5. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014  წლის  18  ივნისის  №407 დადგენილებით  განსაზღვრულ  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო  გზების 50 მეტრის რადიუსის (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.11 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით  დადგენილი ფასები.