გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2025 წლის 31 იანვარი ქ. გარდაბანი |
|
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMGXItLXCXK, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდეც უდრის 0,52-ს; გ) ItL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს. მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 90-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.616 ლარს. 4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.616 ლარს. 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7.8624 ლარს. დანართი №2 ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||