მშობლთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 25) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.01.2025
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016651 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მშობლთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 25) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2025 წლის 24 იანვარი
ქ. ბოლნისი
მშობელთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 25) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მშობელთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 25) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
მშობელთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა)პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 25) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „მშობელთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 25) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ოჯახის გაძლიერების, ბავშვის აღზრდაში მშობლებისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – პროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗. მოსარგებლეთა ჯგუფი
პროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ:
ა) ბავშვის მშობლები;
ბ) სხვა კანონიერი წარმომადგენლები;
გ) ბავშვები გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ამის გარეშე მშობელთან მუშაობა შედეგს ვერ გამოიღებს;
დ) მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე – სხვა პირები.
მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბავშვის აღზრდის პოზიტიურ უნარებსა და მორალურ ღირებულებებზე დამყარებული სწორი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება მშობელსა და შვილს შორის.
მუხლი 4🔗. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია მშობლებისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლების მხარდაჭერა ბავშვის აღზრდაში და ოჯახის გაძლიერება.
მუხლი 5🔗. პროგრამის აქტივობები
პროგრამის აქტივობებია:
ა)ინდივიდუალური პრევენციული კონსულტირება;
ბ) ინდივიდუალური თერაპიული კონსულტირება.
მუხლი 6🔗. პროგრამის მოსალოდნელი შედეგი
პროგრამა ორიენტირებულია პრევენციაზე, მშობლობისა და ოჯახის მხარდაჭერის სტრატეგიაზე, რომელიც გამიზნულია ბავშვებში ქცევითი, ემოციური და განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდებაზე მშობელთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების გზით.
მუხლი 7🔗. მომსახურების თემატური დაფარვა
ა) ადრეული ბავშვობა;
ბ) აღზრდის ღირებულებები;
გ) კონფლიქტების, ძალადობა;
დ) გაყრა/განქორწინება;
ე) დამოკიდებულება (ნარკოტიკი, თამაში, ალკოჰოლი).
მუხლი 8🔗. მომსახურებიდან გამომრიცხველი კრიტერიუმები
პროგრამით სარგებლობის მსურველი და მისი ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული უნდა იყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში
მუხლი 9🔗. პროგრამის ვადები
მოსარგებლეთა პროგრამის აქტივობაში ჩართვა განხორციელდება წლის განმავლობაში. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიმართოს მუნიციპალიტეტს 2025 წლის 1 იანვრიდან დან 20 დეკემბრის ჩათვლით. მიმართვა შესაძლოა განხორციელდეს სხვა უწყებიდან რეფერირების გზითაც.
განაცხადების გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაუკავშირდება განმცხადებელს და პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში აცნობს შემდგომ ნაბიჯებს ან განუმარტავს უარის მიზეზებს.
მუხლი 10🔗. პროგრამის საჭიროება და უპირატესობა
1. პროგრამის საჭიროება გამოიკვეთა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის პროექტის განხორციელებისას.
2. პროგრამა ემსახურება ოჯახის გაძლიერებას. მისი მიზანია დაეხმაროს მშობელს, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად ორ შემთხვევაში:
ა) პრობლემის წარმოქმნისთანავე დაიწყოს მუშაობა პროფესიონალმა იმისათვის, რათა ის არ გაღრმავდეს და არ მიაღწიოს ისეთ ნიშნულს, როდესაც ბავშვის კეთილდღეობას პირდაპირი საფრთხე შეექმნება, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბავშვის ოჯახიდან განცალკევებას;
ბ) სახელმწიფო მშობლებს დაეხმაროს განცალკევებული ბავშვების ოჯახში დაბრუნებაში, რეინტეგრაციაში, როდესაც მშობელს სჭირდება გაძლიერება და შესაბამისი უნარების შეძენა იმისათვის, რათა მან ღირსეულად შეძლოს ოჯახში ბავშვზე ზრუნვა.
მუხლი 11🔗. პროგრამის მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის კოორდინირებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უშუალოდ პოზიტიურ მშობლობაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი გამოცდილება;
ბ) თემატიკის შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გ) ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება;
დ) ადგილობრივი 2 არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია;
ე) პროგრამის ბენეფიციარის მომსახურებისთვის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
ვ) პოზიტიური მშობლობის სპეციალური მოდულით გადამზადებული ფსიქოლოგები და სხვა შესაბამისი კადრების აუცილებლობა. პოზიტიური მშობლობის სპეციალური მოდული წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან.
2. ორგანიზაციის წევრებისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბ) პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება;
გ) საკითხის დროული იდენტიფიცირებისა და სწორი რეაგირების უნარი.
მუხლი 12🔗. პროგრამის მონიტორინგი
1. პროგრამის მიმდინარეობის/პროცესის შეფასება:
ა) პროგრამის შედეგების შეფასება;
ბ) მოსარგებლეთა კმაყოფილების შეფასება.
2. ექვს თვეში ერთხელ პროგრამის მონიტორინგს განახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
მუხლი 13🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 25).