📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.01.2025
ძალის დაკარგვა 26.01.2026
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016547 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
318 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2025 მიღება
26.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.01.2025
23.01.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №3 2025 წლის 28 იანვარი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 იანვრის დადგენილება №3 (სსმ www.matsne.gov.ge, 30/01/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016509). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი დანართი დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG * ITL * C * K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე  დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი  მნიშვნელობა უდრის 45-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:         IMG           ITL             C            K    CN (ლარი)         0,23           1,0           0,24           45       2,484 3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,242 ლარს.