სენაკის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016556 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სენაკის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2026
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2025 წლის 29 იანვარი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პრინციპების შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის №01-13/ნ ბრძანების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად და პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
სენაკის მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით.
მუხლი 3🔗
პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;
გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;
დ) მომსახურების მიმღები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ;
ე) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;
ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
ზ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმების დამტკიცება;
თ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
ი) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის მოხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად;
კ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგის წესის შემუშავება და დამტკიცება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია