ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2025
ძალის დაკარგვა 29.01.2026
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016533 929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.01.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2025 წლის 29 იანვარი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 01/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016512).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
1. CN – არის 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2. IMG – არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,52 ლარს;
3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი:
ა) ქალაქის ცენტრალური ზონა – 1,3;
ბ) ქალაქის შუალედური ზონა – 1,0;
გ) ქალაქის პერიფერიული ზონა – 0,8.
4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2 დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის:
ა) ქალაქის ცენტრალური ზონისთვის 60-ს;
ბ) ქალაქის შუალედური ზონისთვის 35-ს;
გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 30-ს.
მუხლი 2🔗
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
1
ქალაქის ცენტრალური
0,52
1,3
0,24
60
9,734
2
ქალაქის შუალედური
0,52
1,0
0,24
35
4,368
3
ქალაქის პერიფერიული
0,52
0,8
0,24
30
2,995
მუხლი 3🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1,31 ლარს, ხოლო დაბისათვის ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 2,184 ლარს.
მუხლი 4🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1,092 ლარს.
მუხლი 5🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლით დადგენილი ფასები.
მუხლი 6🔗
,,ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შეუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 26,208 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 მუხლში აღნიშნული წესი.
დანართი №2
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი I TL
დ. გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე (რკინიგზის ხაზამდე);
რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე;
ლალიონის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის კვეთამდე;
მ. კოსატავას ქუჩიდან ა. წერეთლის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას №2 და №4 ჩათვლით);
ა. წერეთლის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის კვეთამდე;
ა. წერეთლისა და თ. სახოკიას ქუჩების კვეთიდან გურიის ქუჩამდე;
გურიის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე;
ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩამდე;
ა. ერქომაიშვილის ქუჩიდან ზ. ქობულაძის ქუჩის ჩათვლით, ალ. ყაზბეგის ქუჩის დასაწყისამდე;
ზ. ქობულაძის ქუჩიდან ე. თაყაიშვილის ქუჩამდე;
ე. თაყაიშვილის ქუჩიდან ა. წულაძის ქუჩამდე;
ა. წულაძის ქუჩიდან ე. ნინოშვილის ქუჩისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩის კვეთამდე (მოიცავს N1 საჯარო სკოლას, N2 საბავშვო ბაღის, საავადმყოფო „ავერსისა“ და ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკის ტერიტორიას);
ე. ნინოშვილის ქუჩიდან დ. აღმაშენებლის ქუჩამდე;
დ. აღმაშენებლის ქუჩიდან დ, გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე.
- ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია.
1,3
II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი I TL
ე. თაყაიშვილის ქუჩა (მდ. ბჟუჟის ხიდიდან უნივერსიტეტის ქუჩის კვეთამდე, შ.პ.ს. გზამშენი 18-ის, ყოფილი მანქანათმშენებელი და პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით);
ალ. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ს. ესაძის ქუჩის კვეთამდე;
ს. ესაძის ქუჩა ლ. მალაზონიას ქუჩამდე;
ლ. მალაზონიას და დ. ბაქრაძის ქუჩამდე;
დ. ბაქრაძის ქუჩა თავისუფლების ქუჩამდე;
თავისუფლების ქუჩა დ. აღმაშენებლის ქუჩამდე;
დ. აღმაშენებლის ქუჩიდან ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე;
ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს რკინიგზის ხაზამდე;
რკინიგზის ხაზის გასწვრივ ივ. ჯავახიშვილის ქუჩამდე;
ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან ი. შემოქმედელის ქუჩის კვეთამდე;
ი. შემოქმედელის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის კვეთამდე;
კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე;
ნ. დუმბაძის ქუჩა, გ. გოგიტაძის ქუჩა ზ. დამენიას ქუჩის კვეთამდე;
ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;
ნ. ბარათაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩამდე;
ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხამდე;
ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩის კვეთამდე;
ა. ერქომაიშვილის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე.
- შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მდებარე ტერიტორია.
1,0
III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი I TL
ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია
0,8