ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016744 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/02/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2025 წლის 5 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის
ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის №01-13/ნ ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამის განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამას ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით.
მუხლი 3🔗
პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;
გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;
დ) მომსახურების მიმღები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ;
ე) პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;
ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
ზ) პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმების დამტკიცება;
თ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
ი) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად;
კ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგის წესის შემუშავება და დამტკიცება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკახაბერ ჩანგელია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამა (შემდგომში – ქვეპროგრამა) განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა
1. ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;
გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას;
დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);
ე) მომსახურების მიმღები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი;
ვ) ვაუჩერი – მუნიციპალიტეტის მიერ ამ ქვეპროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად;
ზ) მომსახურების მიღების მსურველთა სია – სია, რომელშიც შეყვანილი იქნება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი ქვეპროგრამაში ჩართვა;
თ) მომსახურების მაძიებელი – პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ;
ი) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი;
კ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ლ) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მუხლი 4🔗.
კომისიის ფორმირება და მუშაობის წესი
1. პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია (შემდგომ – კომისია), რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
2. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებული კომისიის დებულებით.
3. კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს მომსახურების მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პირისთვის პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამაში ჩართვის ან უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗.
ქვეპროგრამის აღწერა და ინფორმაციის გავრცელება
1. პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები, ინფორმაციას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ და სხვა) გავრცელებას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი;
დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუხლი 6🔗.
ქვეპროგრამით მომსახურების მიმღები პირები და ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები
1. ქვეპროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე, განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის ქვეპროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირის მშობელი;
გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი.
3. ქვეპროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია:
ა) მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა;
ბ) სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში 24-საათიანი სათემო ან მცირე საოჯახო მომსახურებით სარგებლობა.
4. ქვეპროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:
ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;
ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;
გ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია.
მუხლი 7🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მომსახურების მიღების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შეფასების დასკვნა (ფორმა №IV-50/2);
ვ) დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად ერთი თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).
3. მომსახურების მაძიებლის შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც ერთი თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქვეპროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით.
4. კომისია განიხილავს განმცხადებლის ქვეპროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით ქვეპროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის ქვეპროგრამაში ჩართვის ან ქვეპროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს.
5. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი ქვეპროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა ქვეპროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.), ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗.
ქვეპროგრამაში ჩართვის ორგანიზება
1. ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომსახურების მაძიებელს ეცნობება დადებითი გადაწყვეტილება და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.
2. შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მაძიებელმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის, ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით.
3. მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიღების მსურველი პირის საჭიროებების შეფასებას რომელიც გულისხმობს შემდეგს:
1) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით.
2) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.
4. პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს ქვეპროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს.
მუხლი 9🔗.
მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს ქვეპროგრამის მოქმედების ვადისა;
გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას.
2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;
დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
ე) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ვ) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში;
ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
თ) მოსარგებლის გარდაცვალება.
მუხლი 10🔗.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი და ქვეპროგრამის დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება (რომელიც 2025 წელს განისაზღვრება 5 ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსებით), ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ადმინისტრირების და საზედამხედველო ხარჯებს.
3. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება:
ა) რეგულარული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 60 საათი;
ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 120 საათი.
4. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის – საათში 13 ლარი.
5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
6. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 11🔗.
მომსახურების მონიტორინგი
1. პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მერიის შესაბამისი სამსახური:
ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას;
გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს;
დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.