2025-2026 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024917 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/01/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2025-2026 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №27
2025 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
2025-2026 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:
1. 2025-2026 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 3,200,000.00 ლარის ოდენობით.
2. 2025-2026 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების მიხედვით:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)
ქართული ენა, ლიტერატურა
2250
მათემატიკა
2250
გეოგრაფია
2250
ისტორია
2250
ფიზიკა
2250
ბიოლოგია
2250
ბუნებისმეტყველება
2250
ქიმია
2250
სამოქალაქო განათლება
2250
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
2250
სპორტი
2250
ინგლისური ენა
2250
გერმანული ენა
2250
რუსული ენა
2250
ფრანგული ენა
2250
ქართული, როგორც მეორე ენა
2250
მუსიკა
2250
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
2250
ზოგადი განათლების I – IV კლასის მასწავლებელი
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
2250
3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.
4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე