საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016045 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
513 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 27.09.2019 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 88% 08.07.2015 საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი 88% 15.12.2017 ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი 88% 30.10.2019 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 19.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №13 2025 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 8​1 მუხლისა და „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა“ თანდართული ფორმით. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა მუხლი 1🔗. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე და არეგულირებს საქართველოს პატენტრწმუნებულის (შემდგომ – პატენტრწმუნებული) პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს, პირობებსა და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობას. მუხლი 2🔗. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. მუხლი 3🔗. პატენტრწმუნებული ვალდებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა ასოციაციას (შემდგომ – ასოციაცია) წარუდგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი). მუხლი 4🔗. პატენტრწმუნებულის სავალდებულო დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები: ა) პატენტრწმუნებულის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს პატენტრწმუნებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა პატენტრწმუნებულის ფუნქციის შესრულებისას მიყენებული მატერიალური ზიანისათვის; ბ) პატენტრწმუნებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია; გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება დაზღვევის მოქმედების პერიოდში პატენტრწმუნებულის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება ან/და მის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება/შეუსრულებლობა, რაც გახდა მატერიალური ზიანის მიყენების საფუძველი; დ) პატენტრწმუნებულის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. მუხლი 5🔗. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების (დაზღვევის ხელშეკრულებისა და პოლისის) ვადის გასვლის, შეწყვეტის, ან გაუქმების შემთხვევაში, პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები. მუხლი 6🔗. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ წესის მე-2, მე-3 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის წევრობა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. მუხლი 7🔗. პატენტრწმუნებული ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. მუხლი 8🔗. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი. მუხლი 9🔗. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირი, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა, ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ (შემდგომ – საქპატენტი) წარუდგინოს ამ წესით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტისა და, შესაბამისად, პატენტრწმუნებულის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია. მუხლი 10🔗. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე, კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოს პატენტრწმუნებულები ასრულებენ საქპატენტის წინაშე. მუხლი 11🔗. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე, თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ წესის მე-2, მე-3 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.