საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესის, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016044 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
1,274 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 89% 28.02.2024 დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 87% 21.02.2024 სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 16.05.2019 „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება 87% 28.05.2025 ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 87% 31.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესის, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №12 2025 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესის, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 8​​1 მუხლის, „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი და საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის გაცემის წესი“ თანდართული ფორმით. 2. დამტკიცდეს საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმა „დანართი №1“-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი და საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე და განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) შექმნისა და მისი წარმოების ძირითად დებულებებს, აგრეთვე, საქართველოს პატენტრწმუნებულის (შემდგომ – პატენტრწმუნებული) მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს. 2. რეესტრი წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ერთობლიობას, რომელშიც აისახება კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულისთვის ან/და იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულისთვის შესაბამისი სპეციალიზაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია, რაც მისთვის შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია. 3. რეესტრს კანონისა და ამ წესის შესაბამისად აწარმოებს საქპატენტი. 4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 2🔗. რეესტრის წარმოება 1. საქპატენტი კანონის საფუძველზე უზრუნველყოფს რეესტრის წარმოებასა და მის განთავსებას საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. პირს პატენტრწმუნებულის სტატუსი ენიჭება საქპატენტის მიერ მისი რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. რეესტრში ასახულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი ძალადაკარგულად ან ბათილად არ იქნება ცნობილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე განცხადების განხილვა 1. პირმა რეესტრში რეგისტრაციისთვის საქპატენტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ფოტოსურათი (ზომა − 3X4 სმ); გ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ, ხოლო თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში ან სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ე) საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის საკითხს განიხილავს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. საქპატენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნამდვილობა. 3. საქპატენტი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აღნიშნული განცხადების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საქპატენტი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას 10 სამუშაო დღის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ეს ვადა განახლდება აღნიშნული დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენისთანავე. 5. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 6. საქპატენტის მიერ პირის პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას არეგისტრირებს რეესტრში და გადასცემს მოწმობას. მუხლი 4🔗. რეესტრის მონაცემები 1. რეესტრი შეიცავს პატენტრწმუნებულის შესახებ შემდეგი სახის მონაცემებს: ა) პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, ფოტოსურათი (ზომა – 3X4 სმ); ბ) სამუშაო ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. თუ პატენტრწმუნებული დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, დასაქმების ადგილის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და პატენტრწმუნებულის მოწმობის ნომერი; დ) პატენტრწმუნებულის სპეციალიზაცია. 2. პატენტრწმუნებულის მოწმობის ნომერი რეესტრში აისახება საქპატენტის მიერ მოწმობის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 5🔗. რეესტრის განახლება 1. საქპატენტი აახლებს რეესტრის მონაცემებს ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. 2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, პატენტრწმუნებული ვალდებულია მონაცემების ცვლილება აცნობოს საქპატენტს ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რის საფუძველზეც, 5 სამუშაო დღის ვადაში, საქპატენტს სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში. 3. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელისა და გვარის ცვლილების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. კანონის მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია გადაწყვეტილება პირის პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ცნობად იღებს ამ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში. 5. კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წევრობის შეჩერების ან წევრობის აღდგენის თაობაზე პატენტრწმუნებულთა ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას. 6. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია პატენტრწმუნებულისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს. 7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა არ მიმართა პატენტრწმუნებულთა ასოციაციას გაწევრებისთვის რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ კანონით დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით. 8. რეესტრიდან პირის ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შემთხვევაში, საქპატენტი ვალდებულია განაახლოს რეესტრი. მუხლი 6🔗. პირის რეესტრიდან ამორიცხვა 1. პირის რეესტრიდან ამორიცხვა მისთვის პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტას ნიშნავს. 2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. მუხლი 7🔗. უარი პირის რეესტრში რეგისტრაციაზე 1. საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელია გასული და ის აღნიშნულ პერიოდში ამ კანონით დადგენილი წესით რეესტრში არ დარეგისტრირებულა; ბ) საქპატენტის მიერ განცხადების განხილვისას გამოვლინდა განმცხადებელთან დაკავშირებული ისეთი გარემოება, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. 2. პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. მუხლი 8🔗. რეესტრის მონაცემების დაცვა და შენახვა რეესტრის მონაცემების დაცვას, შენახვასა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებას უზრუნველყოფს საქპატენტი. მუხლი 9🔗. პატენტრწმუნებულის მოწმობა 1. საქპატენტი პირს რეესტრში რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადასცემს პატენტრწმუნებულის მოწმობას ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის შესაბამისი ფორმით. 2. პატენტრწმუნებულის მოწმობა ორენოვანია – ქართული და ინგლისური. 3. პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურია 100 ლარი, რომელიც გადაიხდება საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. 4. პატენტრწმუნებულის მოწმობის წინა მხარეს მიეთითება პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, სპეციალიზაცია, მოწმობის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. პატენტრწმუნებულის მოწმობის მეორე მხარეს – QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ გაიხსნება რეესტრში არსებული ინფორმაცია. 5. პატენტრწმუნებულის მოწმობის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, პატენტრწმუნებული მიმართავს საქპატენტს ახალი მოწმობის დამზადების შესახებ განცხადებით, რომელსაც უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. საქპატენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. თუ განცხადებას არ ერთვის პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქპატენტი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ეს ვადა განახლდება აღნიშნული დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენისთანავე. 8. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 9. საქპატენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გასცემს პატენტრწმუნებულის მოწმობას. მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები 1. პირი, რომელსაც პატენტრწმუნებულის სტატუსი კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა, უთანაბრდება კანონით გათვალისწინებულ საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში რეესტრში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქპატენტს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაურთოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის საფუძველზეც საქპატენტი აღნიშნულ პირს დაარეგისტრირებს რეესტრში და გასცემს პატენტრწმუნებულის მოწმობას ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. 3. კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქპატენტი საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს.