1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) თავმჯდომარე.

3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.

4. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობით, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შექმნილი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ფიზიკურ ფორმატშ