1. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ:

ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;

ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის, ან წარმოების სფეროში;

გ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი;

დ) გადახდილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

2. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ:

ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;

ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება;

გ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი;

დ) გადახდილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების მქონედ ითვლება პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან/და დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4. პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაშ