„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №29 |
|
2025 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხეტყის მოცულობის დადგენა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს წარმოებს:
ა) ძირობრივი აღრიცხვით, ფართობის ან ხეტყის მასის მიხედვით (საორიენტაციო მოცულობა) – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს, ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით;
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ-ისა და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება ჩამონათალი ან მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით; ძირობრივ აღრიცხვას ასევე ექვემდებარება წითელი ნუსხით დაცული სახეობები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან ტყის მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი;
გ) ფართობის მიხედვით − ხეტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით ერთგვაროვან უბნებში, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული (ნაკვეთის) ფართობის არანაკლებ 3%-ს და სანიმუშო ფართობის მონაცემები (მატერიალური სახით) თან უნდა დაერთოს ტყეკაფის პასპორტს, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. სანიმუშო ფართობი მეტნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განთავსებული საპროექტო ტერიტორიის (ნაკვეთის) საზღვრებში;
დ) ხეტყის მასის მიხედვით (საორიენტაციო მოცულობა) − ხეტყის საორიენტაციო მოცულობა შესაძლებელია დადგინდეს ტყის იმ უბნებში, სადაც მოსაჭრელი ხეების 75%-ს და მეტ რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ და ნაკლები აქვს, ასევე ბუჩქნარებში, ასევე ტყის იმ უბნებში, სადაც ფერდობის დაქანება 360 და მეტია, საორიენტაციო მარაგი შეიძლება, დადგინდეს ვიზუალური დათვალიერებით. საორიენტაციო მოცულობა ზუსტდება მოჭრილი ხეტყის აზომვით.“.
3. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ჭრისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება მხოლოდ ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყეკაფის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის ტყეკაფის პასპორტი, რომელიც სამეურნეო, მოვლითი, სანიტარიული, სარეკონსტრუქციო, სპეციალური (ამ წესის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტით, 61-ე მუხლის 21 და 81 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში) და სოციალური დანიშნულების ჭრის დროს გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ (დანართი №11).“.
5. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ტყითსარგებლობის დაწყებამდე, ფართობების მიღება-ჩაბარებამდე პერიოდში. საკომპენსაციო საფასური სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობისათვის გადაიხდება სრულად, ხოლო ხეტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში − გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, საკომპენსაციო საფასურის 90%-ის ოდენობით. მონიშნული მერქნული რესურსის დარჩენილი 10% გადაიხდება ფაქტობრივად დამზადებული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით.“.
6. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №11.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 31.01.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 390000000.10.003.024919.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №29, 31.01.2025, სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.024919 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6402021/