შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №31 |
|
2025 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს ან/და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციას (მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო)) შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიებისა და სხვა კომერციული ობიექტების მომარაგების უზრუნველყოფისათვის. 2. შემსყიდველის მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ამავე წესის შესაბამისად. 3. წესის მიზანია, შემსყიდველის მიერ სამინისტროსთან ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან ან/და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციასთან (მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო)) არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებისა და თანმხლები პირების კვებითი მომსახურების უსაფრთხოდ, უწყვეტად, ჯეროვნად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფა, ამასთან, სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიებისა და სხვა კომერციული ობიექტების უწყვეტად და გამართულად ფუნქციონირება. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვებზე: ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) რომელთაც შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა; ბ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი; გ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შერჩევის/შეფასების შემდეგ დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) საქონლის შესყიდვის შესახებ (მწარმოებელი, იმპორტიორი ან/და დისტრიბუტორი); დ) საქონელი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.
მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით განახორციელოს შესაბამისი პროცედურები სამინისტროს წერილობითი თანხმობის მისაღებად; გ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4. შესყიდვის საშუალება
ამ წესის შესაბამისად, ამავე წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შემსყიდველის მიერ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესასყიდი საქონლის მწარმოებლისაგან, იმპორტიორისაგან ან/და დისტრიბუტორისაგან.
მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა
1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს სამინისტროს, ასევე სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
დანართი №1
საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
დანართი №2 ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.02.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.024922.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, №31, 04.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024922 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6404365/