შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2023 ძალადაკარგული 04.02.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.023856
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2023 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის №101 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2 (ორი) წლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (პირებს) ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.

2. შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.

3. წესის მიზანია, შემსყიდველის მიერ სამინისტროს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უსაფრთხოდ, უწყვეტად, ჯეროვნად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფა.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვებზე:

ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ)  რომელსაც  შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის  საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

უხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა;

ბ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი;

გ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შერჩევის/შეფასების შემდეგ დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) საქონლის შესყიდვის შესახებ (მწარმოებელი, იმპორტიორი ან/და დისტრიბუტორი);

დ) საქონელი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობათა დაცვით;

ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები სამინისტროს წერილობითი თანხმობის მისაღებად;

გ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უხლი 4. შესყიდვის საშუალებ

ამ წესის შესაბამისად, ამავე წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შემსყიდველის მიერ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესასყიდი საქონლის მწარმოებლისგან, იმპორტიორისგან ან/და დისტრიბუტორისგან.

მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა

1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს სამინისტროსა ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.

 

დანართი №1

საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები

 

CPV კოდი

დასახელება

1

03100000

სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

2

03200000

ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული

3

15100000

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები

4

15200000

მზა და დაკონსერვებული თევზი

5

15300000

ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები

6

15400000

ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები

7

15500000

რძის პროდუქტები

8

15600000

დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები

9

15800000

სხვადასხვა საკვები პროდუქტი

10

15980000

უალკოჰოლო სასმელები

11

41100000

ბუნებრივი წყალი

12

31300000

იზოლირებული მავთული და კაბელი

13

31500000

გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები

14

39200000

ავეჯის აქსესუარები

15

31600000

ელექტრომოწყობილობები და აპარატურა

16

31200000

ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა

17

39700000

საოჯახო ტექნიკა

18

44500000

ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები და ზამბარები/რესორები

19

42500000

გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები.


დანართი №2

ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

 

შესყიდვის საშუალება

შესყიდვის

ერთგვაროვან

ობიექტთა ჯგუფის

დასახელება (CPV)

მიმწოდებლის დასახელება

შესყიდვის

შედეგად

დადებული

ხელშეკრულების

მოქმედების ვადა

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 


მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის №101 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2 (ორი) წლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (პირებს) ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად. 2. შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 3. წესის მიზანია, შემსყიდველის მიერ სამინისტროს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უსაფრთხოდ, უწყვეტად, ჯეროვნად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფა. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვებზე:

ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ)  რომელსაც  შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის  საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა; ბ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი; გ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შერჩევის/შეფასების შემდეგ დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) საქონლის შესყიდვის შესახებ (მწარმოებელი, იმპორტიორი ან/და დისტრიბუტორი); დ) საქონელი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.
მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობათა დაცვით; ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები სამინისტროს წერილობითი თანხმობის მისაღებად; გ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 4. შესყიდვის საშუალება🔗

ამ წესის შესაბამისად, ამავე წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შემსყიდველის მიერ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესასყიდი საქონლის მწარმოებლისგან, იმპორტიორისგან ან/და დისტრიბუტორისგან. მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა

1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს სამინისტროსა ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად. დანართი №1 საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები

CPV კოდი დასახელება

1

03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

2

03200000 ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული

3

15100000 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები

4

15200000 მზა და დაკონსერვებული თევზი

5

15300000 ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები

6

15400000 ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები

7

15500000 რძის პროდუქტები

8

15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები

9

15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი

10

15980000 უალკოჰოლო სასმელები

11

41100000 ბუნებრივი წყალი

12

31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი

13

31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები

14

39200000 ავეჯის აქსესუარები

15

31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა

16

31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა

17

39700000 საოჯახო ტექნიკა

18

44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები და ზამბარები/რესორები

19

42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები. დანართი №2 ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ

შესყიდვის საშუალება შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება (CPV) მიმწოდებლის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა