შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №101 |
|
2021 წლის 11 მარტი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში − შემსყიდველი) მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შემსყიდველის მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს №1 დანართით განსაზღვრული საქონლისათვის. 2. საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის მიზანია შემსყიდველის მიერ სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების დროული და ჯეროვანი შესრულების ორგანიზება.
მუხლი 2. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში − ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3. შესყიდვის საშუალება
საქონლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესასყიდი საქონლის მწარმოებელთან ან/და მწარმოებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
მუხლი 4. ანგარიშის წარდგენა
1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
დანართი №1 საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
დანართი №2 ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №101. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.022653.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.01.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, №101, 11.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.022653 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5120287/