ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2025 ძალადაკარგული 16.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016625
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 4 თებერვალი

ქ. გურჯაანი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის „დ.ბ“ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202 – 206 მუხლებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდესადგილობრივი (ქონების) გადასახადის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 6 თებერვლის №36 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო www.matsne.ge, 07/02/2024, 010250050.35.166.016590).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევანი ხაზიური



ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ.

2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ.

3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ.

4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

 

მუხლი 2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.

 

მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 %;

2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %.

 

მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის  ცხრილის შესაბამისად  ერთ ჰექტარზე  შეადგენს:

1. სათიბებზე – 20 ლარს.

2. საძოვრებზე – 16 ლარს.

3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს.

 

მუხლი 5

ამ დადგენილების მიზნებისთვის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის   ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს – 0.45 ლარს.

 

მუხლი 6

არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების   მიწაზე   ქონების  გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ  დადგენილების  მე-5   მუხლში  მითითებული ტერიტორიული  კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი)  წელიწადში შეადგენს  0.108 ლარს.

 

მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე  გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

 

მუხლი 8.

1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის  მიხედვით ქონების გადასახადისგან განთავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.