„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2025 ბოლო ცვლილება 05.03.2025
ნომერი
№02-ს
სარეგისტრაციო კოდი
010240010.30.060.016093
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), ვებგვერდი, 27/03/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.060.016060) შეტანილ იქნეს ცვლილებები და კანონის:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.“.

2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო ჩაითვალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფლებამონაცვლედ.

3. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ მიღებული და გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, სათანადო უწყებების წარდგინებით, უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 05 მარტის კანონი N06-ს - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.

მუხლი 21
ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 14 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი

7 თებერვალი 2025 წ.

ქ. თბილისი

N02-ს

მუხლი 2
1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ამ კანონის გათვალისწინებით, 2025 წლის 12 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო ჩაითვალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფლებამონაცვლედ.

3. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ მიღებული და გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, სათანადო უწყებების წარდგინებით, უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 05 მარტის კანონი N06-ს - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.

მუხლი 21🔗

ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 05 მარტის კანონი N06-ს - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.

მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 14 მარტიდან.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 14 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 05 მარტის კანონი N06-ს - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი

7 თებერვალი 2025 წ. ქ. თბილისი N02-ს