საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“
მიღების თარიღი 05.11.2024
ძალაში შესვლა 20.01.2025
გამომცემი ორგანო აქტივობა
ნომერი №ერთეული
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016810 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები) (ბათუმი-სარფის გზის პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმების
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
(მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“
შეთანხმება, დათარიღებული 2024 წლის 5 ნოემბრით, საქართველოსა („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის,
რომლის თანახმად,
(A) მსესხებელს შეუძლია პერიოდულად მიმართოს ADB-ს და სთხოვოს მცირემასშტაბიანი აქტივობების (ინდივიდუალურად „აქტივობა” და კოლექტიურად „აქტივობები”) დაფინანსება ADB-ს მცირე ხარჯების დაფინანსების საშუალების („დაფინანსების საშუალება“) ფარგლებში, აქტივობის ქვესესხის ან აქტივობის ქვესესხების (ინდივიდუალურად „აქტივობის ქვესესხი“ და კოლექტიურად „აქტივობის ქვესესხები“) ფორმით ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან; და
(B) მსესხებელი და ADB გამოთქვამენ სურვილს, შეიმუშაონ ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მსესხებელი შეძლებს აქტივობის ქვესესხების მოთხოვნას, ასევე განისაზღვრება ზოგადი პირობები, რომლებზე დაყრდნობითაც ADB გასცემს აქტივობის ქვესესხს დაფინანსების შეთანხმების ფარგლებში;
ზემოხსენებულის გათვალისწინებით მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I
განმარტებები
ნაწილი 1.01. წინამდებარე შეთანხმების მიზანი:
(a) „AAM“ ნიშნავს თითოეული აქტივობის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს, რომელიც მომზადებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმებული დაფინანსების შეთანხმების ფარგლებში, და რომელიც პერიოდულ განახლებას ექვემდებარება მსესხებლის და ADB-ის შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად;
(b) „აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო“ ნიშნავს სუბიექტს ან სააგენტოს, რომელიც აღასრულებს ქვესესხით გათვალისწინებულ შეთანხმებას, და რომელიც პასუხისმგებელია აქტივობის განხორციელებაზე;
(c) „აქტივობის ქვესესხის ანგარიში“ ნიშნავს ანგარიშს, რომელიც გაიხსნა ან გაიხსნება ADB-ის მიერ მსესხებლის სახელზე, რომელზეც განთავსდება ან განთავსებულია აქტივობის ქვესესხი;
(d) „აქტივობის ქვესესხის წერილი“ ნიშნავს წერილ-შეთანხმებას, რომელიც გაფორმდება მსესხებელსა და ADB-ს შორის იმ ფორმით, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში;
(e) „აქტივობის ქვესესხის ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როდესაც ADB მიიღებს მსესხებლის მიერ ხელმოწერილ აქტივობის ქვესესხის წერილს;
(f) „აქტივობის ქვესესხის ხანდაზმულობის თარიღი“ ნიშნავს აქტივობის ქვესესხის ძალაში შესვლიდან 5 წელს;
(g) „აქტივობის ქვესესხის მოთხოვნა“ ნიშნავს შეტყობინებას, რომლსაც მსესხებელი წარუდგენს ADB-ს იმ ფორმით, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში;
(h) „ხელმისაწვდომი დაფინანსების თანხა“ ნიშნავს მთლიან დაფინანსების თანხას (წინამდებარე შეთანხმების ნაწილი 2.01 შესაბამისად) გამოკლებული აქტივობის ქვესესხის ფარგლებში ათვისებული თანხას;
(i) „ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როდესაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში ამავე შეთანხმების 5.02 ნაწილის შესაბამისად;
(j) „მომდევნო სესხი“ ნიშნავს სესხს, რომელსაც ADB გამოყოფს მომავალი პროექტის დაფინანსებისთვის;
(k) „მომდევნო სასესხო შეთანხმება“ ნიშნავს სასესხო შეთანხმებას, რომელიც ფორმდება მსესხებელს და ADB-ს შორის მომდევნო სესხზე, და რომელიც ასევე გულისხმობს ADB-ის მიერ წინამდებარე შეთანხების ფარგლებში აქტივობის ქვესესხის რეფინანსირებას;
(l) „მომავალი პროექტ(ებ)ი” ნიშნავს სამომავლო პროექტ(ებ)ს, რომლებიც პოტენციურად დაფინანსდება ADB-ის მიერ;
(m) „ევრო“ ან „€“ – თითოეული ნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ვალუტას, რომელიც მიღებულ იქნა, როგორც ერთადერთი ვალუტა ევროპული თანამეგობრობის შესახებ კანონის შესაბამისად, მასში შეტანილი ცვლილებებით ევროკავშირის შესახებ; კანონის შესაბამისად;
(n) „არსებული სასესხო შეთანხმება“ ნიშნავს სასესხო შეთანხმებას, რომელიც გაფორმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის ADB-ს მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტისთვის, და რომლის შესწორებაც გულისხმობს აქტივობის ქვესესხის რეფინანსირებას;
(o) „დაფინანსების ხელმისაწვდომობის პერიოდი“ ნიშნავს დაფინანსების ხელმისაწვდომობის პერიოდს, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 2.02;
(p) „ზოგადი ვადები და პირობები“ ნიშნავს ვადებს და პირობებს, რომლებიც ვრცელდება აქტივობის ქვესესხზე, როგორც ეს წინამდებარე შეთანხმების 1-ელ დანართში არის მოცემული;
(q) „SEFF“ ნიშნავს მცირემასშტაბიანი დახარჯების დაფინანსების საშუალებას; და
(r) „დაფინანსების ჯამური მოცულობა“ ნიშნავს დაფინანსების იმ ჯამურ მოცულობას, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 2.01.
მუხლი II
სესხი
ნაწილი 2.01. წინამდებარე შეთანხმებით, ADB მსესხებლისთვის გამოყოფს დაფინანსებას აქტივობების დაფინანსებისთვის, რომელიც ხელს უწყობს სამომავლო პროექტების მომზადებას და/ან ADB-ის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას. წინამდებარე დაფინანსება დაფინანსდება ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და დაფინანსების მაქსიმალური ხელმისაწვდომი მოცულობა წარმოადგენს ცამეტ მილიონ ხუთას ოცდათხუთმეტ ათას ევროს (€ 13, 535, 000).
ნაწილი 2.02. (a) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ADB-მ პერიოდულად შეიძლება გამოყოს აქტივობის ქვესესხები მსესხებლისთვის, რათა დაფინანსდეს აქტივობები სესხის ამოქმედების თარიღიდან 5-წლიან პერიოდში.
(b) დაფინანსების ხელმისაწვდომობის პერიოდის ამოწურვის შედეგ ADB-ს უფლება აქვს, მსესხებელთან კონსულტაციის საფუძველზე გაახანგრძლივოს დაფინანსების ხელმისაწვდომობის პერიოდი დამატებით 5 წლის ვადით.
ნაწილი 2.03. (a) მსესხებელმა ADB-ს უნდა გადაუხადოს მთლიანი დაფინანსების თანხის 0.15%: (i) ძალაში შესვლის თარიღამდე; ან (ii) წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 60 დღის შემდეგ.
(b) თუ დაფინანსების ხელმისაწვდომობის პერიოდი გახანგრძლივდება წინამდებარე შეთანხმების 2.02 (b) ნაწილის შესაბამისად, მაშინ მსესხებელმა ADB -ს უნდა გადაუხადოს მთლიანი დაფინანსების თანხის 0.15% ვადის გახანგრძლივების დროს.
მუხლი III
აქტივობის ქვესესხები
ნაწილი 3.01. (a) მსესხებელმა სესხი უნდა აითვისოს ADB -სთვის აქტივობის ქვესესხის შესაბამისად შევსებული მოთხოვნის საფუძველზე, როგორც ეს წინამდებარე შეთანხმების დანართში 2 არის მოცემული.
(b) ADB თითოეული აქტივობის ქვესესხის უზრუნველყოფას მოახდენს აქტივობის ქვესესხის მოთხოვნის მიღების შესაბამისად, იმ დოკუმენტების და მასალების განხილვის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება აქტივობის ქვესესხის მოთხოვნასთან ერთად, ADB-ს ოპერაციული პოლიტიკების და პროცედურების, მათ შორის შესყიდვის, ფინანსური მართვის, განაწილების, გარემოს და სოციალური უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
ნაწილი 3.02. (a) თითოეული აქტივობის ქვესესხი, რომელიც გაიცემა ADB-ს მიერ, ექვემდებარება (i) წინამდებარე შეთანხმებას; (iii) ზოგად ვადებს და პირობებს; და (ii) კონკრეტულ პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია აქტივობის ქვესესხის წერილით, რომლებიც განხილულია წინამდებარე შეთანხმების დანართში 3.
(b) არც წინამდებარე შეთანხმება და არც აქტივობის ქვესესხის დებულებები არ იწვევს ან არ გულისხმობს რაიმე პირობას ან სამართლებრივ ვალდებულებას (i) ADB-ის მხრიდან უზრუნველყოს მსესხებლის ნებისმიერი სამომავლო პროექტის ფინანსური მხარდაჭერა; ან (ii) მსესხებლის მხრიდან ითხოვოს ADB-სგან სამომავლო პროექტების დაფინანსება.
ნაწილი 3.03. ADB-ის მიერ აქტივობის ქვესესხის დადასტურების შემდეგ ADB მსესხებელს მიაწვდის აქტივობის ქვესესხის წერილს, რომელსაც ხელი უნდა მოაწერს მსესხებელმა. აქტივობის ქვესესხი ძალაში შედის, როდესაც ADB მიიღება აქტივობის ქვესესხის ხელმოწერილ წერილს.
ნაწილი 3.04. დაფინანსების ნებისმიერი ნაწილი (აქტივობის ქვესესხის ფორმით), რომელიც გადახდილია ან რეფინანსირებულია ზოგადი ვადებისა და პირობების 2.03 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება იქნეს ათვისებული ახალი აქტივობის ქვესესხ(ებ)ისთვის.
მუხლი IV
შეთანხმების კონკრეტული ნაწილები
ნაწილი 4.01. მსესხებელი თავად ან თითოეული აქტივობის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს თითოეული აქტივობის AAM-ში შესაბამისად დანერგვას. ნებისმიერი თანმდევი ცვლილება, რომელიც შევა AAM-სა ძალაში უნდა შევიდეს მსესხებლის და ADB-ის მიერ ასეთი ცვლილების დადასტურების შემდეგ. AAM და შესაბამისი აქტივობის ქვესესხის წერილს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აქტივობის ქვესესხის წერილს.
ნაწილი 4.02. (a) მსესხებელი [თითოეულ] აქტივობის განმახორციელებელ სააგენტოს მოსთხოვს: (i) თითოეული აქტივობისთვის ცალკეული ანგარიშგების და ჩანაწერების წარმოებას; (ii) წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას თითოეული აქტივობისთვის ADB-ის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (iii) აღნიშნული ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შემოწმებას, რომელსაც ექნება ADB-სთვის მისაღები კვალიფიკაცია, გამოცდილება და ტექნიკურ დავალება; (iv) თითოეული აუდიტის ფარგლებში აუდიტი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც მოიცავს აუდიტის მოსაზრებას აქტივობის ქვესესხის გამოყენებაზე და ფინანსურ ანგარიშგებაზე, მენეჯმენტის წერილს (რომელშიც აღწერილია თითოეული აქტივობის შიდა კონტროლის ხარვეზები, რომლებიც გამოვლინდა აუდიტის დროს, ასეთის არსებობის შემთხვევაში); და (v) მიაწვდის ADB-ს ფინანსური დოკუმენტაციის, აუდიტის ანგარიშის და მენეჯმენტის წერილის ასლებს თითოეული ფისკალური წლის არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ყველა დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, და ეს დოკუმენტაცია, ისევე როგორც აუდიტის სხვა დოკუმენტაციის მიწოდება, უნდა მოხდეს ADB-ს გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.
(b) აქტივობის წლიური ფინანსური ანგარიშგების ანგარიშს და აუდიტის მოსაზრებას გამოაქვეყნებს მიერ ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებიდან 14 დღის ვადაში.
(c) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული აქტივობის განმახორციელებელმა სააგენტომ ADB-ის თხოვნის საფუძველზე განიხილოს აქტივობების ფინანსური ანგარიშგება და აქტივობის განმახორციელებელი შესაბამისი სააგენტოს ფინანსური საქმეები, თუ აღნიშნული უკავშირდება ქვენაწილით (a)(iii) არჩეულ აუდიტორს; დამატებით უნდა მისცეს აუდიტორს მონაწილეობა მიიღოს ADB-ს მიერ მოთხოვნილ განხილვებში. ამ უკანასკნელში იგულისხმება, რომ აუდიტის მონაწილეობით განხილვა გაიმართება აქტივობის აღმასრულებელი სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის ჩართულობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა ფორმატს აირჩევს აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო.
ნაწილი 4.03. (a) მსესხებელი, აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო და დანერგვაზე პასუხისმგებელი სააგენტო უნდა დაემორჩილონ (i) ADB-ის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წლის შესწორების შესაბამისად), და უნდა ახსოვდეთ, რომ ADB იტოვებს უფლება პირდაპირ ან მისი აგენტების დახმარებით მოიკვლიოს ნებისმიერი შესაძლო კორუფციის, თაღლითობის, იძულების პრაქტიკა, რომელიც უკავშირდება აქტივობებს; და (ii) ითანამშრომლონ საგამოძიებო გუნდთან და პროცესის ხელშეწყობის მიზნით აღმოუჩინონ ყველა აუცილებელი დახმარება.
(b) მსესხებელი, აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო და დანერგვაზე პასუხისმგებელი სააგენტო უზრუნველყოფენ სავალდებულო დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებში ADB-სთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებების გათვალისწინებას, მათ შორის ცალსახად მიუთითებენ ADB-ს უფლებაზე ჩაატაროს აუდიტი, შეისწავლოს ანგარიშები და ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება სააგენტოებს, მათ კონტრაქტორებს, მომწოდებლებს, კონსულტანტებს და მომსახურების სხვა მომწოდებლებს, რომლებიც ჩართულები არიან აქტივობის განხორციელებაში.
მუხლი V
მოქმედება; შეწყვეტა
ნაწილი 5.01. (a)-ს წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ADB-ის მიერ მიღებული იქნება მტკიცებულება, რომ წინამდებარე შეთანხების შესრულება მსესხებლის სახელით ნებადართულია ან რატიფიცირებულია ყველა შესაბამისი კორპორაციული და სამთავრობო მოქმედებებით.
(b) ნაწილი 5.01 (a) შესაბამისად მტკიცებულების წარმოდგენისთვის, მსესხებელმა უნდა მიაწოდოს ADB-ს დასკვნა, რომელიც დამაკმაყოფილებელი და მისაღები იქნება ADB-ისთვის და მოუთითებს, რომ (i) წინამდებარე შეთანხმება დადასტურებული ან რატიფიცირებულია და მომზადებულია მსესხებლის სახელით, და წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტს და, რომ (ii) თითოეული აქტივობის ქვესესხის წერილი, რომელიც უნდა გაფორმდეს მსესხებლის სახელით ამ შეთანხმების ფარგლებში, მსესხებლის უფლებამოსილი პირისა და შესაბამისი აქტივობის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, მისი ხელმოწერისთანავე გახდება სამართლებრივად სავალდებულო მსესხებლისთვის.
ნაწილი 5.02. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ADB და მსესხებელი შეთანხმდებიან სხვაგვარად, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც ADB აცნობებს მსესხებელს ნაწილში 5.01 მითითებული მტკიცებულების მისაღებობის შესახებ.
ნაწილი 5.03. (a) თუ წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა ამავე შეთანხმების თარიღიდან 120 დღის ვადაში, მაშინ შეთანხმება და მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება შეწყდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ADB გაითვალისწინებს შეფერხების მიზეზებს და შეცვლის თარიღს. ADB თარიღის ცვლილების შესახებ დროულად აცნობებს მსესხებელს.
(b) ნაწილის 5.03(a) შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ADB მსესხებელს აუნაზღაურებს მთლიანი დაფინანსების მოცულობის 0.15% წინასწარ გადახდილს თანხას.
მუხლი VI
დანერგვა; უფლებების გამოუყენებლობა
ნაწილი 6.01. (a) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ADB-ისა და მსესხებლის უფლებები და ვალდებულებები მოქმედებს და განხორციელდება დადგენილი პირობების შესაბამისად, და ნებისმიერი მოქმედი სახელმწიფო კანონების ან ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად.
(b) არც ADB-სა და არც მსესხებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს წინამდებარე შეთანხმების დებულების გაუქმება.
ნაწილი 6.02. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან ნებართვის გამოუყენებლობა, ან გამორჩენა არ გულისხმობს ასეთი უფლების, გამოყენებაზე უარის თქმას; ასევე, არ გულისხმობს რომელიმე მხარისთვის ნებისმიერი უფლების, ან ნებართვის შეწყვეტას ან შეფერხებას.
მუხლი VII
სხვადასხვა
ნაწილი 7.01. მსესხებლის ფინანსთა სამინისტრო არის მსესხებლის ოფიციალური წარმომადგენელი დაფინანსებისა და აქტივობის ქვესესხის შეთანხმების მიზნებისთვის.
ნაწილი 7.02. ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნილია ან ნებადართულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, უნდა მომზადდეს და მიეწოდოს კურიერის ან ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ მხარის მისამართზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 7.03, ან ისეთ მისამართზე, რომელიც მხარის მიერ არის მოთხოვნილი შესაბამისი მოთხოვნის ან შეტყობის დაფიქსირების დროს.
ნაწილი 7.03. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნის ან შეტყობინების მიწოდებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული მისამართის მონაცემები:
მსესხებელისთვის
ფინანსთა სამინისტრო
ვ. გორგასლის ქუჩა 16 0114
თბილისი, საქართველო
ელექტრონული ფოსტა:
Publicdebt@mof.ge
ADB-ისთვის
აზიის განვითარების ბანკი
6 ADB გამზირი
ქალაქი მანდალუიონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
ფაქსის ნომერი:
(632) 8636-2444
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, მხარეები, მათი უფლებამოსილი წარმომადგენელის სახით ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას ზემოთ მითითებულ დღეს და წელს. ხელმოწერილი დოკუმენტი გადაეგზავნება ADB-ის სათავო ოფისს.
საქართველო
ხელის მომწერი _____________________________
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი
ფინანსთა სამინისტრო
აზიის განვითარების ბანკი
ხელის მომწერი _____________________________
ლესლი ბეარმენ ლამ
ქვეყნის დირექტორი
ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოში
დაფინანსების შეთანხმების დანართი 1
აქტივობის ქვესესხის ზოგადი ვადები და პირობები
მუხლი I
სასესხო რეგულაციები; განმარტებები
ნაწილი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციების სესხის გაცემის რეგულაციების დებულებები („სასესხო რეგულაციები“) ვრცელდება თითოეული საქმიანობის ქვესესხზე იგივე ძალითა და ეფექტით, როგორც სრულად ჩამოყალიბებული აქ, თუმცა, ექვემდებარება შემდეგ ცვლილებებს:
(a) ტერმინი „სესხი“ სასესხო რეგულაციებში უნდა შეიცვალოს ტერმინით „აქტივობის ქვესესხი“;
(b) ტერმინი „პროექტი“ სასესხო რეგულაციებში უნდა შეიცვალოს ტერმინით „აქტივობა“;
(c) ნაწილში 2.01 (განმარტებები) მითითებული ტერმინი უნდა წაიშალოს: „საპროექტო შეთანხმება“;
(d) ნაწილში 2.01 (განმარტებები) მითითებული ტერმინი უნდა წაიშალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძალაში შესვლის თარიღი” ნიშნავს დღეს, როდესაც აქტივობის ქვესესხის წერილი შევა ძალაში ნაწილი 10.01 შესაბამისად;
(e) ნაწილი 10.01 (ძალაში შესვლის წინა პირობები) უნდა წაიშალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 10.01 აქტივობის ქვესესხის ძალაში შესვლის თარიღი. (a) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ADB და მსესხებელი შეთანხმდებიან სხვაგვარად, აქტივობის ქვესესხის წერილი ძალაში შედის ADB -ს მიერ აქტივობის ქვესესხის წერილის მსესხებლის და ADB-ის მიერ ხელმოწერილი ვერსიის მიღების დღეს;
(b) თუ აქტივობის ქვესესხის ძალაში შესვლის თარიღამდე განვითარდება მოვლენა, რომელიც საშუალებას მისცემს ADB -ს შეუზღუდოს მსესხებელს აქტივობის ქვესესხის ანგარიშიდან თანხის გატანა, თუ აქტივობის ქვესესხის წერილი ეფექტურია, მაშინ ADB უფლებამოსილია გადაავადოს ძალაში შესვლის თარიღი, რომელიც მითითებულია ამ ნაწილის (a) პარაგრაფში, მანამ სანამ არ ამოიწურება განვითარებული მოვლენა.
(f) ნაწილი 10.02 (იურიდიული დასკვნა) წაშლილია.
(g) ნაწილი 10.03 (ძალაში შესვლის თარიღი) წაშლილია.
(h) ნაწილი 10.04 (შეწყვეტა ძალაში შეუსვლელობის გამო) წაშლილია.
(i) ნაწილი 10.05 (სრული გადახდის შეწყვეტა) შეიცვალა ნუმერაცია და ახლა არის ნაწილი 10.02.
(j) ნაწილი 12.01 (შეტყობინებები და მოთხოვნები) წაიშალა და ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 12.01. შეტყობინებები და მოთხოვნები. ნებისმიერი შეტყობინება ან ნებართვა, რომელიც მზადდება ან გაიცემა აქტივობის ქვესესხის წერილის ფარგლებში, და მხარეთა ნებისმიერი სხვა შეთანხმების ფარგლებში რომელიც გათვალისწინებულია აქტივობის ქვესესხის წერილით, უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით. ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა მიიჩნევა მიწოდებულად, როდესაც მიწოდება ხდება კურიერის, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ მისამართზე, რომელიც მხარეს მითითებული აქვს აქტივობის ქვესესხის წერილში ან მისამართზე, რომელსაც მხარე მიუთითებს მოთხოვნის შეტყობინების მიწოდების ან მომზადების დროს.”
ნაწილი 1.02. წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენების დროს, რამდენიმე ტერმინს, რომელიც განმარტებულია სასესხო რეგულაციების ფარგლებში ექნება ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოხდება ტერმინის განმარტების ცვლილება ან სხვაგვარად მოითხოვს შეთანხმების კონტექსტი. დამატებით ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია ქვემოთ და აქტივობის ქვესესხის წერილში ექნება შემდეგი მნიშვნელობა:
(a) „აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო“ სასესხო რეგულაციების მიზნებისთვის ნიშნავს უწყებას ან სუბიექტს, რომელიც მითითებულია აქტივობის ქვესესხის წერილში, და რომელიც პასუხისმგებელია აქტივობის შესრულებაზე;
(b) „აქტივობის ქვესესხის წერილი“ ნიშნავს შეთანხმების წერილს, რომელიც მომზადდა მსესხებლის და ADB-ის მიერ, იმ ფორმით, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართში №3;
(c) „განაწილების ცხრილი“ ნიშნავს ცხრილს, რომელიც ასახავს აქტივობის ქვესესხის თანხების გამოყოფას აქტივობის დანახარჯების ფარგლებში, და აქტივობის ქვესესხის თანხის განაღდების პროცენტს, როგორც ეს აქტივობის ქვესესხის წერილით არის განსაზღვრული;
(d) „საკონსულტაციო მომსახურებები“ ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების რეგულაციებში და განსაზღვრულია შესყიდვების გეგმით და რომლებიც უნდა დაფინანსდეს აქტივობის ქვესესხის სახსრებით, როგორც ეს აღნიშნულია აქტივობის ქვესესხის წერილში;
(e) „საქონელი“ ნიშნავს აღჭურვილობას და მასალებს, როგორც ეს შესყიდვების გეგმით არის განსაზღვრული და რომელიც უნდა დაფინანსდეს აქტივობის ქვესესხის სახსრებით, მათ შორის ის საქონელი, რომელიც უნდა დაფინანსდეს აქტივობის ქვესესხის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებების ხელშეკრულების შესაბამისად და ნებისმიერი არასაკონსულტაციო მომსახურება, როგორიც არის ტრანსპორტირება, დაზღვევა, მონტაჟი, საკომისიო, სასწავლო და საწყისი ტექნიკური მომსახურების ხარჯები;
(f) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2022 წლის რედაქციით, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას);
(g) „არასაკონსულტაციო მომსახურებები” ნიშნავს არასაკონსულტაციო მომსახურებებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების რეგულაციებში და განხილულია შესყიდვების გეგმაში და რომლებიც უნდა დაფინანსდეს აქტივობის ქვესესხის სახსრებით;
(h) „შესყიდვების გეგმა“ ნიშნავს შესყიდვების გეგმას, რომელიც მომზადებულია აქტივობისთვის და გათვალისწინებულია AAM და რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას ADB-ის შესყიდვების პოლიტიკის და შესყიდვების რეგულაციების და სხვა დირექტივების შესაბამისად;
(i) „შესყიდვების პოლიტიკა” ნიშნავს ADB-ის შესყიდვების პოლიტიკას – საქონელი, სამუშაოები, არა-საკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებები (2017 წლის რედაქცია, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას);
(j) „შესყიდვების რეგულაციები” ნიშნავს ADB-ის შესყიდვების რეგულაციებს მსესხებლებისთვის – საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებები (2017 წლის რედაქცია, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას);
(k) „რეფინანსირების თარიღი” ნიშნავს თარიღს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელიც მიუთითებს აქტივობის ქვესესხის ხანდაზმულობის თარიღს, რომელიც წარმოადგენს (i) სამომავლო სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს; (ii) არსებული სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლის განახლებული თარიღი; ან (iii) ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელიც შეთანხმდება მსესხებელს და ADB -ს შორის;
(l) „მომსახურებები” ნიშნავს საკონსულტაციო და არასაკონსულტაციო მომსახურებებს;
(m) „SPS” ნიშნავს ADB-ის უსაფრთხოების პოლიტიკას (2009); და
(n) „სამუშაოები” ნიშნავს სამშენებლო ან სამოქალაქო სამუშაოებს, როგორც ეს შესყიდვების გეგმით არის განსაზღვრული და სამუშაოებს, რომლებიც დაფინანსდება აქტივობის ქვესესხის სახსრებით, მათ შორის არასაკონსულტაციო მომსახურებები, და აქტივობებთან დაკავშირებული მომსახურებები, რომლების მიწოდებაც ხდება ერთი პასუხისმგებლობის ან კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში.
მუხლი II
აქტივობის ქვესესხი
ნაწილი 2.01. ADB თანახმაა მსესხებელს ასესხოს თანხა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან იმ ოდენობით, რომელიც მითითებულია აქტივობის ქვესესხის წერილში.
ნაწილი 2.02. (a) აქტივობის ქვესესხში მითითებული ფულის ერთეული უნდა იყოს ევრო.
(b) თითოეული აქტივობის ქვესესხის ძირი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ცამეტი მილიონ ხუთას ოცდათხუთმეტი ათასი დოლარის (€13,535,000) ეკვივალენტს.
ნაწილი 2.03. (a) თითოეული აქტივობის ქვესესხისთვის, მსესხებელმა ADB-ს უნდა გადაუხადოს პროცენტი აქტივობის ქვესესხის ანგარიშიდან გამოტანილი თანხის პროცენტი და გადასახდელი თანხა ექვს თვეში ორჯერ. გადასახდელი თანხა შეადგენს შემდეგს:
(i) Euribor; და
(ii) 0.60% როგორც ეს სასესხო რეგულაციების ნაწილში 3.02 არის მითითებული, ნაკლები კრედიტი 0.10% ოდენობით, როგორც ეს სასესხო რეგულაციების ნაწილი 3.03-ში არის მითითებული;
ნაკლები
(iii) კრედიტი 0.20% ოდენობით.
(b) საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა აქტივობის ქვესესხზე უნდა მოხდეს წელიწადში ორჯერ, კონკრეტულ თარიღში, რომელიც მითითებულია აქტივობის ქვესესხის წერილში.
ნაწილი 2.04. (a) მსესხებელმა სრულად უნდა გადაიხადოს თითოეული აქტივობის ქვესესხისთვის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, ასევე აქტივობის ქვესესხის ხანდაზმულობის თარიღისთვის დარიცხული პროცენტი.
(b) იმ შემთხვევაში, თუ აქტივობის ქვესესხის რეფინანსირება ხდება სამომავლო დაფინანსების შეთანხმების ან არსებული დაფინანსების შეთანხმების ფარგლებში, მაშინ რეფინანსირების დღეს:
(i) მსესხებელმა უნდა დააბრუნოს აქტივობის ქვესესხის ძირითადი თანხა, რომელიც გახარჯული იქნა აქტივობის ქვესესხის ანგარიშიდან, ასევე სამომავლო დაფინანსების შეთანხმების ან არსებული ფინანსების შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული პროცენტი; და
(ii) მსესხებლის უფლება აქტივობის ქვესესხის ანგარიშიდან გამოიტანოს თანხა, შეწყდება და ნებისმიერი აუთვისებელი თანხა გაუქმდება და დაუბრუნდება ხელმისაწვდომი სესხის მოცულობას.
მუხლი III
აქტივობის ქვესესხის დარჩენილი თანხის გამოყენება
ნაწილი 3.01. მსესხებელი აქტივობის ქვესესხის შედეგად დარჩენილ თანხას გამოიყენებს უშუალოდ აქტივობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის, როგორც ეს აქტივობის ქვესესხის შეთანხმებით და ზოგადი პირობებით არის გათვალისწინებული.
ნაწილი 3.02. თუ სხვაგვარად არ მიუთითებს ADB, აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხა გამოყენებული უნდა იქნას ხარჯებისთვის და განაღდების პროცენტის საფუძველზე თითოეული ხარჯისთვის, როგორც ეს განკარგვის ცხრილით არის გათვალისწინებული.
ნაწილი 3.03. მიუხედავად აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხის და ცხრილში მოცემული განაღდების საკომისიო თანხისა,
(a) თუ აქტივობის ქვესესხის თანხა, რომელიც გამოყოფილია ნებისმიერი კატეგორიისთვის არ არის საკმარისი კატეგორიით გათვალისწინებული და შეთანხმებული ხარჯების დასაფარად, მაშინ ADB-მა შეიძლება მსესხებელთან კონსულტაციის საფუძველზე (i) შეცვალოს კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხები, ისე რომ შეივსოს დანაკლისი, და ამისთვის გამოიყენოს აქტივობის ქვესესხის სხვა კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც ADB-ის შეხედულებით არ არის აუცილებელი; და (ii) თუ თანხის განაწილება სრულად ვერ აკმაყოფილებს დანაკლისს, უნდა შემცირდეს ასეთი ხარჯის საპროცენტო განაკვეთი, რათა გაგრძელდეს კატეგორიისთვის თანხების გამოყენება და დაიფაროს ყველა ხარჯი; და
(b) თუ აქტივობის ქვესესხის ნებისმიერი კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხა აჭარბებს ყველა შეთანხმებულ ხარჯს, მაშინ ADB მსესხებელთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია ზედმეტი თანხა გადაიტანოს ნებისმიერი სხვა კატეგორიის ფარგლებში გამოყენებისთვის.
ნაწილი 3.04. თუ სხვაგვარად არ მოხდება ADB -სთან შეთანხმება, აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხის განკარგვა მოხდება სესხის განკარგვის სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
ნაწილი 3.05. (a) მსესხებელმა, აქტივობის განმახორციელებელი სააგენტოების დამხმარებით უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთი აქტივობა არ ითვალისწინებდეს ისეთ აქტივობას, რომელიც გულისხმობს გარემოზე და სოციალური ზემოქმედების A კატეგორიის აქტივობებს, როგორც ეს SPS არის განსაზღვრული.
(b) მსესხებელმა, აქტივობის განმახორციელებელი სააგენტოების დამხმარებით უნდა უზრუნველყოს, რომ აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხებით არ მოხდეს აკრძალული საინვესტიციო აქტივობების დაფინანსება, როგორც ეს SPS დანართი 5 არის გათვალისწინებული.
ნაწილი 3.06. მსესხებელმა, აქტივობის განმახორციელებელი სააგენტოების დამხმარებით უნდა უზრუნველყოს, რომ აქტივობის ქვესესხი გამოყენებულ იქნეს ისეთი აქტივობების ხელშეწყობისთვის, რომლებიც (a) დაეხმარება ADB-ს სამიზნე სექტორებს ADB-სა და მსესხებელს შორის დადებული პარტნიორობის სტრატეგიის შესაბამისად; და (b) იმ სახეობის აქტივობებისთვის, რომლებიც იდენტიფიცირებულია წინამდებარე დაფინანსების შეთანხმების მე-2 დანართში; და არცერთი აქტივობა არ უნდა მოიცავდეს ისეთ აქტივობას, რომელიც წარმოადგენს A კატეგორიას SPS გათვალისწინებულ გარემოზე და სოციალური ზემოქმედების კუთხით.
ნაწილი 3.07. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ აქტივობის აღმასრულებელმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს შემდეგი:
(a) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა უნდა მოხდეს შესყიდვების პოლიტიკის და შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად;
(b) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა უნდა მოხდეს შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მათ შორის შესყიდვის და შერჩევის მეთოდების გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტებზე და ADB-ის მიერ დადასტურების მოთხოვნებზე დაყრდნობით. მსესხებელს უფლება აქვს შეცვალოს შესყიდვის გეგმაში მოცემული დეტალები მხოლოდ ADB-სთან შეთანხების საფუძველზე, და ასეთი ცვლილებები უნდა გაიწეროს შესყიდვის გეგმაში; და
(c) (i) ყველა საქონელი და სამუშაო, და შესყიდული მომსახურება (მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები, იქნება ეს ცალკეულად თუ კოლექტიურად შესყიდული სხვა საქონელთან და მომსახურებებთან ერთად) არ უნდა არღვევდეს ან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ინდუსტრიულ საკუთრებას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, ან არ უნდა გახდეს მესამე მხარის პრეტენზიის მიზეზი; და (ii) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს შესაბამის წარმომადგენლობის უფლებას, გარანტიებს და შესაბამისობის შემთხვევაში თანხმობას კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის ან მომსახურების პროვაიდერის მხრიდან აქ ქვენაწილის საკითხებთან დაკავშირებით.
ნაწილი 3.08. მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB წარმომადგენლებს შეამოწმონ აქტივობა, საქონელი და სამუშაოები და ნებისმიერი ჩანაწერი და დოკუმენტაცია.
დაფინანსების შეთანხმების დანართი 2
აქტივობის ქვესესხის მოთხოვნის ფორმა
[თარიღი]
აზიის განვითარების ბანკი
[___________________] დეპარტამენტი
6 ADB გამზირი
ქალაქი მანდალუიონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
მიმღები: [_____________], [___________________]
პასუხი: მცირემასშტაბიანი დახარჯების დაფინანსების საშუალების აქტივობის ქვესესხი (ჩვეულებრივი ოპერაციები)
ძვირფასო [ბატონო] [ქალბატონო],
1. მსესხებელსა და ADB-ს შორის გაფორმებული დაფინანსების შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) დათარიღებული [შეიყვანეთ თარიღი] („დაფინანსების შეთანხმება“) საფუძველზე, გიგზავნით მოთხოვნას („აქტივობის ქვესესხის მოთხოვნა“) მცირე ხარჯების დაფინანსების აქტივობის ქვესესხის („აქტივობის ქვესესხი“) მოთხოვნით.
2. მოგმართავთ თხოვნით აქტივობის ქვესესხზე ქვემოთ მოცემული პირობებით:
აქტივობა
აქტივობა ხელს შეუწყობს სამომავლო პროექტის [მომზადებას] და/ან ADB-ის დაფინანსებული პროექტ(ებ)ის განხორციელებას, რაც განსაზღვრულია ქვემოთ, და მათ შორის მოიცავს:
(a) [კვლევების ჩატარებას, მათ შორის წინასწარი საინჟინრო პროექტის; ხარჯთაღრიცხვის; ტექნიკური, ფინანსური, ეკონომიკური და სოციო-ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას; გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასებას; და შესაძლებლობების განვითარებას;
(b) დეტალური საინჟინრო პროექტის მომზადება, მათ შორის, მახასიათებლების, ნახაზების, ხარჯთაღრიცხვის, და გარემოს და სოციალური დაცვის დაგეგმვის დოკუმენტების მომზადება სამომავლო პროექტის (პროექტების, ან მიმდინარე პროექტის (პროექტებისთვის);
(c) მაღალი დონის შესყიდვების მოქმედებები, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება სამომავლო პროექტის (პროექტებისთვის) და სატენდერო პროცესის ხელშეწყობა გამარჯვებულის გამოვლენამდე;
(d) მცირე აღჭურვილობის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა, რომლებიც უკავშირდება ან ხელს შეუწყობს ADB -ის მიერ დაფინანსებულ პროექტს, როგორიც არის (i) საპილოტე ტესტირება, (ii) სარეაბილიტაციო სამუშაოები, (iii) სტიქიური უბედურების შემდგომი აღდგენა, და (iv) ოპერაციების და ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებები;
(e) ADB-ის ანაზღაურებადი ტექნიკური დახმარების და საკონსულტაციო მომსახურებების ანაზღაურება სახელმწიფო
–კერძო პარტნიორობისთვის; [და][ან]
(f) აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხის გამოყენების გარე აუდიტი.]
აქტივობის დასრულება მოსალოდნელია [ ].
[სამომავლო პროექტ(ებ)ი] [მიმდინარე პროექტ(ებ)ი] [დასრულების შემდგომი დახმარება]]
[ ]
აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო
[ ], ან ADB -სთვის მისაღები უფლებამონაცვლე.
აქტივობის ქვესესხის მოცულობა
[შეიყვანეთ სესხის თანხა ევროში (€ [ ])
აქტივობის ქვესესხის ხანდაზმულობის თარიღი
[ ]
საპროცენტო განაკვეთი
შემდეგის ჯამი: (a) Euribor, და (b) 0.60%, როგორც ეს სასესხო რეგულაციების ნაწილში 3.02 არის მითითებული; 0.10% ნაკლები კრედიტი, როგორც ეს სასესხო რეგულაციების 3.03 ნაწილში არის მითითებული; და (c) ნაკლები კრედიტი 0.20%.
პროცენტის დარიცხვის თარიღი
[ ] და [ ]
პროცენტის გადახდის თარიღი
აქტივობის ქვესესხის ამოწურვის თარიღი
აქტივობის ქვესესხის დასრულების თარიღი
[ ]
განაწილების ცხრილი
როგორც აქტივობის ქვესესხის მოთხოვნის დანართში არის მითითებული, ექვემდებარება ცვლილებას, როგორც ამის შესახებ ADB -მა შეიძლება აცნობოს მსესხებელს.
3. ჩვენ ვადასტურებთ, პროცესი შეესაბამება ზოგადი გაგების პრინციპებს და მოლოდინებს, რომლებსაც ეყრდნობა SEFF და რომლებიც მითითებულია დაფინანსების შეთანხმებაში.
4. ჩვენ გვესმის, რომ აქტივობის ქვესესხის მოთხოვნა ექვემდებარება ADB -ის მიერ განხილვას და დადასტურებას, დაფინანსების შეთანხმების 3.01 ნაწილის შესაბამისად.
პატივისცემით,
ხელის მომწერი __________________________
[სახელი და თანამდებობა][1]
განაწილების ცხრილი[2]
აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხის განაწილება და განაღდება
ნომერი
ერთეული
ADB დაფინანსების ჯამური რაოდენობა
აქტივობის ქვესესხის ანგარიშიდან თანხის გამოტანის საფუძველი
[შეიყვანეთ სესხის ვალუტა]
კატეგორია
ქვეკატეგორია
1
სამუშაოები [**]
1A
ჯამური ხარჯის მოთხოვნილი____% [*]
1B
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
2
საქონელი
2A
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
2B
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
3
საკონსულტაციო მომსახურებები
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
4
გაუნაწილებელი
ჯამი
[* არ მოიცავს გადასახადებს და ხარჯებს, რომლებიც ეკისრება მსესხებლის ტერიტორიაზე.]
[** ექვემდებარება განაღდების პირობებს, რომლებიც აღწერილია აქტივობის ქვესესხის წერილში.]
დაფინანსების შეთანხმების დანართი 3
აქტივობის ქვესესხის წერილის ფორმა
[თარიღი]
[ ]
[ ]
[ქვეყანა]
მიმღები: [_____________], [___________________]
პასუხი: მცირე მასშტაბიანი დახარჯების დაფინანსების აქტივობის ქვესესხი (ჩვეულებრივი ოპერაციები)
სესხის ნომერი: SEFF [___]-[_____] (ჩვეულებრივი ოპერაციები)
ძვირფასო [ბატონო][ქალბატონო],
1. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ [შეიყვანეთ თარიღი], აზიის განვითარების ბანკმა („ADB“) დაადასტურა თქვენი მოთხოვნა [_________] („მსესხებელი“) („აქტივობის ქვესესხის მოთხოვნა“) მცირე მასშტაბიანი დახარჯების დაფინანსების აქტივობის ქვესესხზე („აქტივობის ქვესესხი“), რათა მსესხებელმა შეძლოს აქტივობების განხორციელება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესაბამისად („აქტივობა“).
2. აქტივობის ქვესესხი გაიცემა დაფინანსების შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) შესაბამისად, დათარიღებული [შეიყვანეთ თარიღი], რომელიც გაფორმდა მსესხებელს და ADB -ს შორის („დაფინანსების შეთანხმება“). მსესხებელი და ADB ადასტურებენ, რომ აქტივობა დაფინანსდება და განხორციელდება ქვემოთ შეთანხმების წერილში მითითებული პირობების გათვალისწინებით „აქტივობის ქვესესხის წერილი“).
3. დაფინანსების შეთანხმების დანართში 1 მითითებული პირობები („ზოგადი პირობები“) გავრცელდება წინამდებარე აქტივობის ქვესესხის წერილზე, და გავრცელდება თითოეული აქტივობის ქვესესხზე ისეთივე იურიდიული ძალისა და ქმედითობის შენარჩუნებით, როგორც მინიჭებული ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში სრული სახით წარმოდგენის შემთხვევაში. თუ სხვაგვარად არ მოითხოვს კონტექსტი, ზოგადი ტერმინები, რომლებიც გამოყენებულია მაგრამ არ არის განმარტებული წინამდებარე აქტივობის ქვესესხის წერილში გამოიყენება იმავე მნიშვნელობით, როგორც ეს ზოგად პირობებში არის განმარტებული.
აქტივობა
აქტივობა ხელს შეუწყობს სამომავლო პროექტის [მომზადებას] და/ან ADB-ის დაფინანსებული პროექტ(ებ)ის განხორციელებას, რაც განსაზღვრულია ქვემოთ, და მათ შორის მოიცავს:
(a) [კვლევების ჩატარებას, მათ შორის წინასწარი საინჟინრო პროექტის; ხარჯთაღრიცხვის; ტექნიკური, ფინანსური, ეკონომიკური და სოციო-ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას; გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასებას; და შესაძლებლობების განვითარებას;
(b) დეტალური საინჟინრო პროექტის მომზადება, მათ შორის მახასიათებლების, ნახაზების, ხარჯთაღრიცხვის, და გარემოს და სოციალური დაცვის დაგეგმვის დოკუმენტების მომზადება სამომავლო პროექტის (პროექტების, ან მიმდინარე პროექტის (პროექტებისთვის);
(c) მაღალი დონის შესყიდვების მოქმედებები, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება სამომავლო პროექტის (პროექტებისთვის) და სატენდერო პროცესის ხელშეწყობა გამარჯვებულის გამოვლენამდე;
(d) მცირე აღჭურვილობის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა, რომლებიც უკავშირდება ან ხელს შეუწყობს ADB-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს, როგორიც არის (i) საპილოტე ტესტირება, (ii) სარეაბილიტაციო სამუშაოები, (iii) სტიქიური უბედურების შემდგომი აღდგენა, და (iv) ოპერაციების და ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებები;
(e) ADB-ის ანაზღაურებადი ტექნიკური დახმარების და საკონსულტაციო მომსახურებების ანაზღაურება სახელმწიფო
– კერძო პარტნიორობისთვის; [და][ან]
(f) აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხის გამოყენების გარე აუდიტი.]
აქტივობის დასრულება მოსალოდნელია [ ].
[სამომავლო პროექტ(ებ)ი] [მიმდინარე პროექტ(ებ)ი] [დასრულების შემდგომი დახმარება]]
[ ]
აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო
[ ], ან ADB -სთვის მისაღები უფლებამონაცვლე.
აქტივობის ქვესესხის მოცულობა
[შეიყვანეთ სესხის მოცულობა: ევრო € [ ])
აქტივობის ქვესესხის ხანდაზმულობის თარიღი
[ ]
საპროცენტო განაკვეთი:
შემდეგის ჯამი: (a) Euribor, და (b) 0.60%, როგორც ეს სასესხო რეგულაციების ნაწილში 3.02 არის მითითებული; 0.10% ნაკლები კრედიტი, როგორც ეს სასესხო რეგულაციების 3.03 ნაწილში არის მითითებული; და (c) ნაკლები კრედიტი 0.20%.
პროცენტის დარიცხვის თარიღი
[ ] და [ ]
პროცენტის გადახდის თარიღი
აქტივობის ქვესესხის ხანდაზმულობის თარიღი
აქტივობის ქვესესხის დასრულების თარიღი
[ ]
უსაფრთხოების შეთანხმება
[შეიყვანეთ ნებისმიერი შესაბამისი უსაფრთოხების შეთანხმება/შეთანხმებები)]
განაწილების ცხრილი
დანართი
მსესხებლის წარმომადგენელი
მსესხებლის ფინანსთა სამინისტრო არის მსესხებლის ოფიციალური წარმომადგენელი სასესხო რეგულაციების 12.02 მიზნებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
ქვემოთ მოცემული მისამართები მითითებულია სასესხო რეგულაციების ნაწილი 12.01 მიზნებისთვის:
მსესხებელი
ფინანსთა სამინისტრო
ვ. გორგასლის ქუჩა 16, 0114
თბილისი, საქართველო
ელექტრონული ფოსტა:
Publicdebt@mof.ge
აზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკი
6 ADB გამზირი
ქალაქი მანდალუიონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
ფაქსი:
(632) 8636-2444
4. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, არ განხორციელდება აქტივობის ქვესესხების ანგარიშიდან თანხის გატანა [___________] მანამ, სანამ [მიუთითეთ ღონისძიება, რომელიც აკმაყოფილებს პირობებ(ებ)ს].
5. ADB-ის ინფორმაციაზე წვდომის პოლიტიკის („AIP“) ინფორმაციის გამოქვეყნების და გაცვლის პირობების შესაბამისად, წინამდებარე აქტივობის ქვესესხის წერილი გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემდეგ. თუ ADB ეცნობება, რომ წინამდებარე შეთანხმება მოიცავს ნებისმიერ ისეთ ინფორმაციას, ან მონაცემს, რომელიც არის მგრძნობიარე ან კონფიდენციალური ხასიათის, მაშინ მასზე გავრცელდება AIP გათვალისწინებული გამონაკლისები და აქტივობის ქვესესხის წერილის გამოქვეყნება მოხდება მხოლოდ ასეთი ინფორმაციის ან მონაცემების ამოღების შემდეგ.
6. მსესხებელმა უნდა დაადასტუროს წინამდებარე აქტივობის ქვესესხის წერილის ვადებისა და პირობები და [ ] დათარიღებული დაფინანსების შეთანხმების სამართლებრივი დასკვნის მოქმედება, რისთვისაც უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ხელი უნდა მოაწეროს აქტივობის ქვესესხის წერილის ორ ორიგინალს. ხელმოწერა უნდა დაფიქსირდეს ორივე მხარის მიერ და ქვემოთ გამოყოფილ ადგილას. გთხოვთ, დაიტოვოთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი და მეორე დაუბრუნოთ ADB-ის წარმომადგენელს.
პატივისცემით,
ხელისმომწერი_______________
[სახელი და თანამდებობა]
მსესხებელი ეთანხმება პირობებს, რომლებიც აღწერილია წინამდებარე აქტივობის ქვესესხის წერილში.
საქართველოს სახელით:
________________
სახელი:
თანამდებობა:
თარიღი:
აქტივობის განმახორციელებელი სააგენტო თანახმაა შეასრულოს წინამდებარე ქვესესხის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რომელიც უკავშირდება აქტივობის განმახორციელებელი სააგენტოს კომპეტენციას.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით:
_______________
სახელი:
თანამდებობა:
თარიღი:
დანართი: AAM
განაწილების ცხრილი[3]
აქტივობის ქვესესხის ნარჩენი თანხის განაწილება და განაღდება
ნომერი
ერთეული
ADB დაფინანსების ჯამური რაოდენობა
აქტივობის ქვესესხის ანგარიშიდან თანხის გამოტანის საფუძველი
[შეიყვანეთ სესხის ვალუტა]
კატეგორია
ქვე-კატეგორია
1
სამუშაოები [**]
1A
ჯამური ხარჯის მოთხოვნილი____% [*]
1B
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
2
საქონელი
2A
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
2B
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
3
მასალები
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
4
საკონსულტაციო მომსახურებები
მოთხოვნილი ხარჯების ჯამური ____%
5
გაუნაწილებელი
ჯამი
[* არ მოიცავს გადასახადებს და ხარჯებს, რომლებიც ეკისრება მსესხებლის ტერიტორიაზე.]
[** ექვემდებარება განაღდების პირობებს, რომლებიც აღწერილია აქტივობის ქვესესხის წერილში.]
[1] უნდა შეესაბამებოდეს მსესხებლის წარმომადგენელს.
[2] აქტივობის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია კატეგორიების ქვეკატეგორიებად დაყოფა (როგორც ეს მაგალითად წარმოდგენილია მხოლოდ 1 და 2 კატეგორიაში ზემოთ). თუმცა ასეთი მიდგომა მისასალმებელი არ არის და უკვე დაყოფილი ქვეკატეგორიების დამატებით დაყოფა დაუშვებელია.
თუ ADB-ის მიერ არ ხდება ადგილობრივი გადასახადების დაფინანსება, და გატანის პროცენტი წარმოდგენილია გადასახადის ჯამის საფუძველზე, მაშინ შეიყვანეთ ნიშანი „*“ ხარჯის შემდეგ, და მიუთითეთ „არ მოიცავს გადასახადებს და ხარჯებს, რომლებიც ეკისრება მსესხებლის ტერიტორიაზე“ ცხრილის ქვემოთ. იურისტი კონსულტაციას გაივლის CTL-თან, რადგან შესაძლებელია იყოს აქტივობისთვის დამახასიათებელი ცვლილება. იურისტი ასევე უნდა გაეცნოს OM J6 და პერსონალის ინსტრუქციებს ბიზნეს პროცესებზე ხარჯების განაწილების და ADB-ს დაფინანსებისთვის მისაღები ხარჯების შესახებ.
თუ ხარჯის რომელიმე ნაწილი ექცევა ცალკე კატეგორიაში, მაშინ შეიყვანეთ ნიშანი “**” შესაბამისი ხარჯის გასწვრივ და მიუთითეთ “ექვემდებარება განაღდების პირობებს, რომლებიც აღწერილია აქტივობის ქვესესხის წერილში” ცხრილის ქვემოთ. იურისტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს CTL-თან, რადგან შესაძლებელია იყოს აქტივობებისთვის დამახასიათებელი ცვლილება.
აუცილებელია ამ დანართის შევსება და ყველა აქტივობის ქვესესხში გათვალისწინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე დანართის შევსების შესახებ ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია აქტივობის ქვესესხის მოთხოვნის შევსების მომენტისთვის.
[3] აქტივობის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია კატეგორიების ქვეკატეგორიებად დაყოფა (როგორც ეს მაგალითად წარმოდგენილია მხოლოდ 1 და 2 კატეგორიაში ზემოთ). თუმცა ასეთი მიდგომა მისასალმებელი არ არის და უკვე დაყოფილი ქვეკატეგორიების დამატებით დაყოფა დაუშვებელია.
თუ ADB -ის მიერ არ ხდება ადგილობრივი გადასახადების დაფინანსება, და გატანის პროცენტი წარმოდგენილია გადასახადის ჯამის საფუძველზე, მაშინ შეიყვანეთ ნიშანი „*“ ხარჯის შემდეგ, და მიუთითეთ „არ მოიცავს გადასახადებს და ხარჯებს, რომლებიც ეკისრება მსესხებლის ტერიტორიაზე“ ცხრილის ქვემოთ. იურისტი კონსულტაციას გაივლის CTL-თან, რადგან შესაძლებელია იყოს აქტივობისთვის დამახასიათებელი ცვლილება. იურისტი ასევე უნდა გაეცნოს OM J6 და პერსონალის ინსტრუქციებს ბიზნეს პროცესებზე ხარჯების განაწილების და-ს დაფინანსებისთვის მისაღები ხარჯების შესახებ.
თუ ხარჯის რომელიმე ნაწილი ექცევა ცალკე კატეგორიაში, მაშინ შეიყვანეთ ნიშანი “**” შესაბამისი ხარჯის გასწვრივ და მიუთითეთ „ექვემდებარება განაღდების პირობებს, რომლებიც აღწერილია აქტივობის ქვესესხის წერილში” ცხრილის ქვემოთ. იურისტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს CTL-თან, რადგან შესაძლებელია იყოს აქტივობებისთვის დამახასიათებელი ცვლილება.
აუცილებელია ამ დანართის შევსება და ყველა აქტივობის ქვესესხში გათვალისწინება.