კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

მიღების თარიღი 07.02.2025
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016010
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/02/2025
193 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 07.02.2025 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 19.04.2024 კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 15.03.2024 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 20.01.2021 კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 15.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №5 2025 წლის 7 თებერვალი კასპი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2025 წლის 3 თებერვლის №82-822503434 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 27 დეკემბრის №296988 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე. საქaრთველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 27 დეკემბრის №296988 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად). 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                              შოთა ბეგლარაშვილი