კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 07.02.2025
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016011
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/02/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის
სახელის მინიჭების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №6
2025 წლის 7 თებერვალი
კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2025 წლის 22 იანვრის №82-822502263 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2025 წლის 09 იანვრის №2643 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2025 წლის 09 იანვრის №2643 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად).
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე;
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი