მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.02.2025
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016437 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/02/2025
1,273 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2026 მესტიის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2025 ცაგერის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2025 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.03.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2025 წლის 17 თებერვალი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პრინციპების შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანების საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით. მუხლი 3🔗 პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს: ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ; ბ)  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე; გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის  და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება; დ) მომსახურების მიმღები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ; ე) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება; ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების  დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა; ზ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმების დამტკიცება; თ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა; ი) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მ.შ. მოხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად; კ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგის წესის შემუშავება და დამტკიცება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი  და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა დანართი მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით. მუხლი 2🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 18 წლის და მეტი ასაკის მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მკვეთრად გამოხატული – ეტლს მიჯაჭვული შშმ პირები, რომლებიც არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრიები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს (ამ ეტაპზე მხოლოდ ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები შშშ პირები). 2. მომსახურების მიღების მსურველი პირი პროგრამაში ერთვება სამინისტროს მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მომზადებული პერსონალური ასისტირების საჭირობის შეფასების კითხვარის საფუძველზე. 3. პროგრამაში ვერ ჩაერთვება: ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო მომსახურებაში; ბ) არის ამ პროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე. მუხლი 3🔗. პროგრამაში ჩართვის პროცედურა და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით: ა) განაცხადის ფორმა;  ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი; დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი (ფორმა №IV-50/4) ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი (შშმპ-მკვეთრად გამოხატული, სტატუსის დამადასტურებელი საბუთი); ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100, სადაც მითითებულია, რომ ბენეფიციარი არის ეტლს მიჯაჭვული); ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 2. მუნიციპალიტეტის მერიაში საბუთების წარდგენის შემდგომ პროგრამაში ჩასართავად (პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად), მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას შეფასების პროცედურის გასავლელად უგზავნის ბენეფიციარის განაცხადს, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭირობას (რეგულარული/სპეციალიზებული). 3. შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების  სამსახურს (შემდგომში – სამსახური). 4. სამსახური განიხილავს პროგრამაში ჩართვის შესახებ მიღებულ განცხადებას და მიღებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უგზავნის მომსახურების მიმღებ პირს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას (მომსახურების მიმწოდებელი  არის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელთანაც მუნიციპალიტეტი აფორმებს ხელშეკრულებას/მემორანდუმს). 5. მუნიციპალიტეტი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამატებით ითვალისწინებს მიმართვის თარიღს. მუხლი 4🔗. პროგრამის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები 1. მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეფასებისას გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად: რეგულარული და სპეციალიზებული. რეგულარული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში მომსახურება ითვალისწინებს თვეში არაუმეტეს 60 საათს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში თვეში არაუმეტეს 120 საათს. ასისტირების სახეობა განისაზღვრება მომსახურებაში ჩართვის დროს შეფასების პროცესში. 2. პროგრამის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილია: ა) მერიის მიერ  მოსარგებლის მომსახურებაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების მიმწოდებლის ვიზიტი საცხოვრებელ ადგილზე და მოსარგებლის მონაწილეობით (საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით) ასისტირების საჭიროებების დეტალური შეფასება. მოსარგებლეს შეუძლია მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსაგებლის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურის მართვის სტანდარტების“ შესაბამისად, შემდეგი მომსახურებების მიწოდება: კვებაში დახმარება, თავის მოვლა, ჩაცმაში დახმარება, საოჯახო საქმე, საყიდლებზე სიარული, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მხარდაჭერა, მუშაობისა და დასვენების დღის დაგეგმვასა ან/და სხვა აქტივობებში ასისტირება, რაც არ არღვევს ასისტენტის შრომით და სხვა უფლებებს. ამასთან, მომსახურების მიმღები პირი უზრუნველყოფილია მისთვის განკუთვნილი მომსახურების კომპონენტის შერჩევის შესაძლებლობით, რაც გულისხმობს როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს დახმარებას პერსონალური ასისტენტი; გ) შეფასების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლისა და მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის შერჩევას (პერსონალურ ასისტენტ(ებ)ად არ შეიძლება შეირჩეს მომსახურების მიმღები პირის შვილები, მშობლები, მეუღლე, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი). საბოლოო გადაწყვეტილებას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიღების თაობაზე იღებს თავად მომსახურების მიმღები პირი (საჭიროების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის/მხარდამჭერის დახმარებით). ერთი ასისტენტი შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მომსახურების მიმღებ პირს, თუკი ეს ხელს არ უშლის რომელიმე მომსახურების მიმღები პირისთვის მომსახურების სრულად და ხარისხიანად განხორციელებას; დ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობას და არსებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში. 2. მომსახურებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა რეგულარული ასისტირების შემთხვევაში შეადგენს თვეში არაუმეტეს 720 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 1 560 ლარს. 3. მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. 4. არამატერიალიზებული ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) მიერ წინა თვეში გაწეული მომსახურების მონაცემები სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) ხელმოწერით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.  5. თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, არამატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით რეგულარული ასისტირების შემთხვევაში 12 ლარზე, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთვევაში 13 ლარზე. 6. არამატერიალიზებული ვაუჩერი განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მომსახურების მიმღები პირის საჭიროებათა შეფასების და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე არამატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლეებზე (მათ შორის, მუდმივი შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის შემთხვევაში). მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელთანაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება.