შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016198 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2025
1,108 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დაწესებულება
ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამა
მუხლი 2
სატრანსპორტო საშუალება
მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის
მუხლი 2
გადამზადების პროგრამა
საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა
მუხლი 2
მსმენელი
პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე
მუხლი 2
მძღოლი
პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ, ამასთან, ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების, მგზავრების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე და გარემოს დაცვაზე
მუხლი 2
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატი
სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას მართოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალება.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.12.2024 „იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 26.12.2023 „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 13.10.2016 „გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 27.12.2024 „გემის რიგითი ელექტროტეკნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 10.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №72 2025 წლის 26 თებერვალი ქ. ბათუმი შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -20   მუხლის, ,,საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის  №451 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა’’ ქვეპუნქტისა და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის საფუძველზე ,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და  მძღოლის სერტიფიცირების წესი . “ მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს  2025 წლის 1 აპრილიდან. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესი (შემდეგში – წესი) ადგენს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარების და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიცირების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადება და სერტიფიცირება. 3. ამ წესის მოქმედება ასევე ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ განახორციელონ საქმიანობა შიდა სახმელეთო წყლებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებზე. 4. თუ პირს გააჩნია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მართვის და ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია მართოს სატრანსპორტო საშუალება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაწესებულება – ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამა; ბ) სატრანსპორტო საშუალება – მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის; გ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა; დ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე; ე) მძღოლი – პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ, ამასთან, ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების, მგზავრების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე და გარემოს დაცვაზე; ვ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას მართოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალება. მუხლი 3🔗. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადის წარდგენა შემდეგი თანდართული დოკუმენტებით: ა) საფასურის გადახდის ქვითარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად; ბ) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართში №1 განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი ან/და აღწერილობა; ე) ინსტრუქტორის სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა; ზ) შეფასების ფორმა, კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; ი) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი. 2. სააგენტოს მიერ გადამზადების პროგრამის აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. სააგენტო გადაწყვეტილებას გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 4. სააგენტოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 5 წელი. 6. სააგენტო ახორციელებს აღიარებული გადამზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, მონიტორინგის დროს თუ გამოვლინდა აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 8. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 9. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 10. დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს კურსის დაწყების და დამთავრების შემდეგ. 11. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ გადამზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით. 12. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, რომელიც წინასწარ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 13. სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია განაახლოს საგამოცდო კითხვები და წარუდგინოს სააგენტოს. 14. გადამზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 4🔗. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობა შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამაზე მსმენელის დაშვების წინაპირობა განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით. მუხლი 5🔗. მძღოლის სერტიფიცირების მინიმალური მოთხოვნები 1. პირს უფლება აქვს მიიღოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატი, თუ იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და სააგენტოში წარმოადგენს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; ბ) პირადობის მოწმობას ან სამოქალაქო პასპორტს; გ) აღიარებული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტს; დ) საფასურის გადახდის ქვითარს; ე) ფოტოსურათს ელექტრონული სახით ზომით: 30x40 მმ. მუხლი 6🔗. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატის ვადა და განახლების პირობები 1. მძღოლის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლით. 2. პირი, რომელსაც სურს მძღოლის სერტიფიკატის განახლება და გააჩნია სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან დამსაქმებლის წერილი/ხელშეკრულება შეუძლია სერტიფიკატი განაახლოს გადამზადების პროგრამის გავლის გარეშე. 3. თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა გაიაროს გადამზადების პროგრამა. მუხლი 7🔗. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს; ე) მითითებას მსმენელის მიერ მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ; ვ) მითითებას „გადამზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) მსმენელის ხელმოწერას.