⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.12.2003)
გაუქმებულია:

სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.03.1998
ძალის დაკარგვა 15.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-148
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000216 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 23/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
773 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.1998 მიღება
15.12.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
23.03.1998
15.12.2003
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-148 1998 წლის 20 მარტი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის დებულება და ხარჯთანუსხა (დანართი). 2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) საგამოცდო სადგურთან (ე. სარიშვილი) ერთად უზრუნველყოს: ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება; ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვლადიმერ გვარჯალაძეს. მინისტრი                                                                                         ბ. გულუა დებულება სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგური . შემდგომში „საგამოცდო სადგური“, შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. საგამოცდო სადგურის იურიდიული მისამართია - 283401, მცხეთის რაიონის, სოფელი  წეროვანი. 3. საგამოცდო სადგური არის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 4. საგამოცდო სადგურს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი თავისი დასახელებით და საქართველოს გერბის გამოსახულებით. 5. საგამოცდო სადგურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საგამოცდო სადგურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. II. საგამოცდო სადგურის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები საგამოცდო სადგურის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია: 6. სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიური პროცესების სამუშაოთა მექანიზაციისათვის მანქანათა სისტემის დახვეწა სერტფიკაციული, მისაღები, საკონტროლო, პერიოდული, ტიპიური, ლაბორატორიული, საველე და სხვა სახის გამოცდების წარმოება. 7. მანქანათა ტექნიკური პირობების, ტექნიკური დავალებების და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნილების შესაბამისად, მანქანების გამოცდის ჩატარება, რომ სასოფლო - სამეურნეო წარმოებაში დაშვებული არ იქნას კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არასრულყოფილი ტექნიკა. 8. სერტიფიკაციული გამოცდების ჩატარების გზით სასოფლო - სამეურნეო მანქანების ხარისხის სტაბილურობაზე კონტროლის განხორციელება. 9. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით კონკრეტული სახის ტექნიკის შეძენაზე (ან არ შეძენაზე) რეკომენდაციების გაცემა. 10. ტექნიკის გამოცდისათვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება და დანერგვა. 11. სასოფლო - სამეურნეო წარმოების პროგრესული ტექნოლოგიებისა და ახალი ტექნიკის პროპაგანდა. 12. ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსების ორგანიზაცია. 13.საქართველოს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საერთაშორისო გამოფენაში მინდვრის დღეების მოწყობა. III. საგამოცდო სადგურის უფლებამოსილებანი საგამოცდო სადგურს უფლება აქვს: 14. რეკომენდაცია გასცეს ახალი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების სერიულ წარმოებაზე დასაყენებლად. 15. დასვას საკითხი სერიული წარმოების შეწყვეტაზე. 16. გასცეს დასკვნა საზღვარგარეთიდან ტექნიკის შემოტანის მიზანშეწონილობაზე. 17. გააკეთოს დასკვნა შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე. 18. ტექნიკური ექსპერტის სახით მონაწილეობა მიიღოს საზღვარგარეთული ტექნიკის გამოცდისას და ყიდვისას. 19. მოიწვიოს სხვა ორგანიზაციების სპეციალისტები გამოცდებში მონაწილეობისათვის. 20. ითანამშრომლოს სახელწმიფო ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებთან ტექნიკის გამოცდის საკითებთან დაკავშირებით. 21. აიღოს და გასცეს იჯარით, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე მის გამგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. 22. დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 23. წარმართოს თავის სფეროში კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. IV. საგამოცდო სადგური ვალდებულია: 24. პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს დაკისრებული ამოცანების განხორციელების შესახებ. 25. უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. 26. დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სამინისტროს დავალებები და მითითებები. 27. ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თავისი კომპეტენციის სფეროში. 28. შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი. V. საგამოცდო სადგურის საქმიანობა და სტრუქტურა 29. საგამოცდო სადგური შედეგები თანამდებობის პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (განყოფილებები, ლაბორატორიები და სხვა.). 30. საგამოცდო სადგურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 31. დირექტორი, როგორც საგამოცდო ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს საგამოცდო სადგურს და ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ბ) თავისი მმართველობისა და მოქმედების სფეროში, აგრეთვე  სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სათათბირო ორგანოს უფლებით ქმნის სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოს (საბჭოს შემადგენლობაში გარდა საგამოცდო სადგურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისა, შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა საზოგადოებრივი ან დაინტერესებულ უწყებათა წარმომადგენლები); გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგამოცდო სადგურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს; დ) არსებული წესების დაცვით ახორციელებს ფულადი და სხვა სახსრების გაცემას, უზრუნველყოფს მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლს; ე) ანგარიშვალდებულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე საგამოცდო სადგურის საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანებს; ზ) წარმოადგენს საგამოცდო სადგურს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; თ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებისა და მათ პასუხისმგებლობის; ი) ამტკიცებს სტრუქტურული ქვეგანყოფილების სამუშაო გეგმების და კონტროლს უწევს მათ შესრულებას. VI. დირექტორის სამართლებრივი აქტები 32. დირექტორი თავისი კომპეტენციის სფეროში გამოსცემს ბრძანებებს. 33.დირექტორი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონზომიერებასა და მიზანშეწონილებაზე. 34. ინდივიუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ პირებს. VII. დასკვნითი დებულებანი 35. საგამოცდო სადგურის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 36. საგამოცდო სადგურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით. სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის ხარჯთა ნუსხა 1998 წლისათვის ხარჯების დასახელება სულ 1 2 3 1. ხელფასი 17.0 2. დამქირავებლიდან ანარიცხები 4.8 მათ შორის: - სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო ფონდში 4.4 - ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდში 0.4 3. მივლინებები 0.5 4. სხვა საქონელი და მომსახურება 1.5 მათ შორის: - ოფისის ხარჯები 0.4 - კომუნალური მომსახურება 0.4 - ტრანსპორტისა და ტექნიკის შენახვის ხარჯები 0.4 - სხვა ხარჯები 0.3 სულ ხარჯები 23.8