საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს საჯარო ინფორმაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე
რანგი, კატეგორია
–
მეორე
კატეგორიის
უფროსი
სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება.
2. სამუშაო გამოცდილება სამართლის სფეროში ან საჯარო და პერსონალური ინფორმაციის მართვის მიმართულებით – 1 წელი.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoin