საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი (მეორე
რანგი, კატეგორია
–
მეორადი
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, საერთაშორისო ურთიერთობები.
2. სამუშაო გამოცდილება სამართლის სფეროში ან საჯარო და პერსონალური ინფორმაციის მართვის ან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში – 2 წელი.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ სტრასბურგის 1981 წლის 28 იანვრის კონვენცია და კონვენციის 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმი „ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე; სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე.
5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoin