ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2025
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016426 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
694 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.01.2018 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.08.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.09.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.11.2019 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 05.07.2018
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
21.02.2025
20.03.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №03 2025 წლის 20 თებერვალი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური, თუ იურიდიული პირის, ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში, ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობისა და ბაზრობების ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობა  გარე ვაჭრობად ითვლება:  ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური, თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარისა და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდისა და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან; ე) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების მიზანი წინამდებარე წესის მიზანია:   ა)  ლენტეხის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ)  ლენტეხის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობისა და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა 1.  ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. 2. გარე ვაჭრობისა და ბაზრობების ადგილებისა და გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი. 3. გარე ვაჭრობისა და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 4. თუ გარე ვაჭრობისა და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობისა და ბაზრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობისა და ბაზრობის ადგილად. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის და ბაზრობების ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისა და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.    2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით,  კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. 4. აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა. 5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებითა და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობისა და ბაზრობების კონტროლი 1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –  ზედამხედველობის სამსახური.