სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 080180000.10.003.024931 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №40
2025 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 330-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
დანართი
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
ა) საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;
ზ) საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;
თ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;
მ) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;
ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
ო) საქართველოს საპატრიარქო;
პ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი;
ჟ) საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;
რ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;
ს) გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);
ტ) გაზშემკრები სადგური;
უ) ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;
ფ) მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);
ქ) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;
ღ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
ყ) სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;
შ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;
ჩ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;
ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;
ძ) შპს საქართველოს ტელერადიოცენტრისა და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
წ) ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);
ჭ) რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
ხ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
ჯ) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები;
ჰ) მეტროპოლიტენი;
ჰ1) აეროპორტის ტერიტორია.