სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2025 წლის 21 თებერვალი ქ. სენაკი |
|
ა) ოჯახს, რომლის ყველა წევრიც კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საცხოვრებელი სახლი არის ოჯახის წევრების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს უფლებამოსილი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი შვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ან ნაკლები სარეიტინგო ქულა;
გ) ოჯახი, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან მარტოხელა პენსიონერი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ან ნაკლები სარეიტინგო ქულა;
დ) ოჯახი, რომელიც იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში არ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
2. პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამის პირობებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების შეფასებას, საჭიროებების ადგილზე შესწავლას უზრუნველყოფს „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან მერიის შესაბამისი სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს დარგის სპეციალისტი. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. კომისია მოქმედებს ამ წესის შესაბამისად. ამასთანავე, კომისიის მიერ შეფასებით განისაზღვრება შემოსული განცხადებების განხილვის პრიორიტეტულობა.
5. კომისია უზრუნველყოფს ოჯახების საჭიროებების ადგილზე გადამოწმებას, ოქმების ფორმის შევსებას, დაზიანებული სახურავების სრული რეაბილიტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებების დადგენას ჩასატარებელი სამუშაოებისა და აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობის მითითებით.
6. წარდგენილი ინფორმაციისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომისია განსაზღვრავს წლიური ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში იმ ოჯახთა კონტიგენტს, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის ღონისძიებები.
7.კომისიის დასკვნის საფუძველზე, თითოეული ოჯახისათვის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ გამოიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
8. შესყიდვები განხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია
დანართი №1სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1. პროგრამის მიზანი