პუბლიკაციის თარიღი 27.02.2025
მოქმედების პერიოდი 27.02.2025 — 25.03.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №71
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№71
2025 წლის 26 თებერვალი
ქ. ბათუმი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები
№
სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი
სიგრძით
Lн ≤ 6 m
(რაოდენობა)
სიგრძით
6 < Lн≤ 12 m
(რაოდენობა)
სიგრძით
Lн > 12 m
(რაოდენობა)
არათვითმავალი
(რაოდენობა)
1
სამაშველო ჟილეტი
სასტვენითა და განათებით
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
2
მოტივტივე რეზინის რგოლი სამაშველო ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის
1*1
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
3
სამაშველო რგოლი მოტივტივე ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის
არ მოეთხოვება
1
2
1
4
ნიჩაბი (ან სხვა ნიჩბოსნობის მოწყობილობა) ან ღუზა ბაგირით /ჯაჭვით
1*2
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
5
ღუზა ბაგირით/ჯაჭვით
არ მოეთხოვება
1
1
არ მოეთხოვება
6
ცეცხლმაქრი
1*3
1*4
3
არ მოეთხოვება*5
7
ჭურჭელი წყლის ამოსახაპად ან ხელის ტუმბო მილით, შიდა განყოფილებიდან წყლის ამოსატუმბად
1*1
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
8
სათავსოებიდან/ტრიუმიდან წყლის ამოტუმბვის საშუალებები
არ მოეთხოვება
1
1
1*6
9
წყალგაუმტარი ელექტრო ფანარი
1*1
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
1
10
პროჟექტორი
არ მოეთხოვება
1
1
არ მოეთხოვება
11
საკომუნიკაციო საშუალება
1*7
1*7
1*7
1*7
12
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები წყალგაუმტარ შეფუთვაში
-
1
1
არ მოეთხოვება*7
13
სანავიგაციო განათება
1*8
1*8
1*8
არ მოეთხოვება
*1 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა, კაიაკისა.
*2 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა.
*3 – სატრანსპორტო საშუალება Lн ≤ 6 მ-მდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმაქრით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე დამონტაჟებულია სტაციონარული შიგაწვის ძრავა, რომელსაც აქვს თანდართული საწვავის ავზი ან საწვავის გამოყენებით სამზარეულოს/გათბობის მოწყობილობები ან მუდმივად დამონტაჟებული საწვავის ავზი ძრავის ტიპის მიუხედავად.
*4 – როდესაც ბორტზე დამონტაჟებულია საწვავის გამოყენებით სამზარეულოს/გათბობის მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლმაქრით.
*5 – არათვითმავალ მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ: საწვავის გამოყენებით, სამზარეულოს/გათბობის ან სხვა მანქანა-მექანიზმების დამონტაჟებული მოწყობილობები და შიდა განყოფილებები, მოეთხოვებათ ცეცხლმაქრი.
*6 – იმ შემთხვევაში თუ მუდმივად არის დამონტაჟებული სხვადასხვა სახის მანქანა მექანიზმები და საჭიროებენ პერსონალის მომსახურებას უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1 ცალი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები წყალგაუმტარ შეფუთვაში.
*7 – საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს, წყალგაუმტარ კორპუსში შეფუთული და ექსპლუატაციის პერიოდისათვის საკმარისი მუხტით უზრუნველყოფილი მობილური ტელეფონი.
*8 – შეზღუდული ხილვადობის პირობებში და მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლის პერიოდში, სანავიგაციო, სასიგნალო შუქებისა და განათების მოწყობილობების გარეშე, მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია აკრძალულია.
Lн ≤ 6 მ სიგრძის მცურავ საშუალებებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი თეთრი ფერის ფანარი (შუქურა) განათების მოწყობილობებით, რომლის დანახვაც შესაძლებელია ყველა მხრიდან.
Lн > 6 მ რეკომენდებულია მარცხენა ბორტზე წითელი ფერის ნათურა, მარჯვენა ბორტზე მწვანე ფერის ნათურა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს თეთრ შუქზე ქიმის ცენტრში მინიმუმ 1 მეტრის მეტ სიმაღლეზე ბორტის ნათურებისაგან.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი