შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2025 ბოლო ცვლილება 25.03.2025
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
310150000.55.067.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №71

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.

 

შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები

 

 

№

სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი

სიგრძით

Lн ≤ 6 m

(რაოდენობა)

სიგრძით

6 < Lн≤ 12 m

(რაოდენობა)

სიგრძით

Lн > 12 m

(რაოდენობა)

არათვითმავალი

(რაოდენობა)

1

სამაშველო ჟილეტი

სასტვენითა და განათებით

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

2

მოტივტივე  რეზინის რგოლი სამაშველო ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

3

სამაშველო რგოლი მოტივტივე ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის

არ მოეთხოვება

1

2

1

4

ნიჩაბი (ან სხვა ნიჩბოსნობის მოწყობილობა) ან ღუზა ბაგირით /ჯაჭვით

1*2

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

5

ღუზა ბაგირით/ჯაჭვით

არ მოეთხოვება

1

1

არ მოეთხოვება

6

ცეცხლმაქრი

1*3

1*4

3

არ მოეთხოვება*5

7

ჭურჭელი წყლის ამოსახაპად ან ხელის ტუმბო მილით, შიდა განყოფილებიდან წყლის ამოსატუმბად

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

8

სათავსოებიდან/ტრიუმიდან წყლის ამოტუმბვის საშუალებები

არ მოეთხოვება

1

1

1*6

9

წყალგაუმტარი ელექტრო ფანარი

1*1

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1

10

პროჟექტორი

არ მოეთხოვება

1

1

არ მოეთხოვება

11

საკომუნიკაციო საშუალება

1*7

1*7

1*7

1*7

12

პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები  წყალგაუმტარ შეფუთვაში

-

1

1

არ მოეთხოვება*7

13

სანავიგაციო განათება

1*8

1*8

1*8

არ მოეთხოვება

 

 

*1 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა, კაიაკისა.

*2 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა.

*3 – სატრანსპორტო საშუალება Lн ≤ 6 მ-მდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმაქრით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე დამონტაჟებულია სტაციონარული შიგაწვის ძრავა, რომელსაც აქვს თანდართული საწვავის ავზი ან საწვავის გამოყენებით სამზარეულოს/გათბობის მოწყობილობები ან მუდმივად დამონტაჟებული საწვავის ავზი ძრავის ტიპის მიუხედავად.

*4 – როდესაც ბორტზე დამონტაჟებულია საწვავის გამოყენებით სამზარეულოს/გათბობის მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლმაქრით.

*5 – არათვითმავალ მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ: საწვავის გამოყენებით, სამზარეულოს/გათბობის ან სხვა მანქანა-მექანიზმების დამონტაჟებული მოწყობილობები და შიდა განყოფილებები, მოეთხოვებათ ცეცხლმაქრი.

*6 – იმ შემთხვევაში თუ მუდმივად არის დამონტაჟებული სხვადასხვა სახის მანქანა მექანიზმები და საჭიროებენ პერსონალის მომსახურებას უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1 ცალი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები  წყალგაუმტარ შეფუთვაში.

*7 – საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს, წყალგაუმტარ კორპუსში შეფუთული და ექსპლუატაციის პერიოდისათვის საკმარისი მუხტით უზრუნველყოფილი მობილური ტელეფონი.

*8 – შეზღუდული ხილვადობის პირობებში და მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლის პერიოდში, სანავიგაციო, სასიგნალო შუქებისა და განათების მოწყობილობების გარეშე, მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია აკრძალულია.

Lн ≤ 6 მ სიგრძის მცურავ საშუალებებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი თეთრი ფერის ფანარი (შუქურა) განათების მოწყობილობებით, რომლის დანახვაც შესაძლებელია ყველა მხრიდან.

Lн > 6 მ რეკომენდებულია მარცხენა ბორტზე წითელი ფერის ნათურა, მარჯვენა ბორტზე მწვანე ფერის ნათურა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს თეთრ შუქზე ქიმის ცენტრში მინიმუმ 1 მეტრის მეტ სიმაღლეზე ბორტის ნათურებისაგან.


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2025.
როდის იქნა მიღებული „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.02.2025. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.55.067.016197.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.03.2025-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №71, 26.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016197 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6421751/