,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
310150000.55.067.016204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №78

2025 წლის 25 მარტი

ქ. ბათუმი

,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ  – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:

შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები

№

სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი

 

სიგრძით

Lн ≤ 6 m

(რაოდენობა)

სიგრძით

6 < Lн≤ 12 m

(რაოდენობა)

სიგრძით

Lн > 12 m

(რაოდენობა)

არათვითმავალი

 

(რაოდენობა)

 

1

სამაშველო ჟილეტი

სასტვენითა და განათებით

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

2

მოტივტივე  რეზინის რგოლი სამაშველო ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის

 

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

3

სამაშველო რგოლი მოტივტივე ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის

არ მოეთხოვება

1

2

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის

5%-სთვის*2

4

ნიჩაბი (ან სხვა ნიჩბოსნობის მოწყობილობა) ან ღუზა ბაგირით/ჯაჭვით

1*3

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

5

ღუზა ბაგირით/ჯაჭვით/ ლითონის ბაგირით

 

არ მოეთხოვება

1

1

არ მოეთხოვება

6

ცეცხლმაქრი

 

1*4

1*5

3

არ მოეთხოვება*6

7

ჭურჭელი წყლის ამოსახაპად ან ხელის ტუმბო მილით, შიდა განყოფილებიდან წყლის ამოსატუმბად

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

8

სათავსოებიდან/ტრიუმიდან წყლის ამოტუმბვის საშუალებები

არ მოეთხოვება

1

1

1

9

წყალგაუმტარი ელექტროფანარი

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1

10

პროჟექტორი

 

არ მოეთხოვება

1

1

არ მოეთხოვება

11

საკომუნიკაციო საშუალება

1*7

1*7

1*7

1*7

12

პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები  წყალგაუმტარ შეფუთვაში

 

არ მოეთხოვება

1

1

 

არ მოეთხოვება*8

13

სანავიგაციო განათება

 

1*9

1*9

1*9

        

არ მოეთხოვება

 

*1 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა, კაიაკისა;

*2 – არ მოეთხოვება, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე არ იმყოფება ადამიანი;

*3 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა;

*4 – სატრანსპორტო საშუალება Lн ≤ 6 მ-მდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმაქრით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე დამონტაჟებულია სტაციონარული შიგაწვის ძრავა, რომელსაც აქვს თანდართული საწვავის ავზი ან საწვავის გამოყენებით სამზარეულო/გათბობის მოწყობილობები ან მუდმივად დამონტაჟებული საწვავის ავზი ძრავას ტიპის მიუხედავად;

*5 – როდესაც ბორტზე დამონტაჟებულია საწვავის გამოყენებით სამზარეულო/გათბობის მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლმაქრით;

*6 – არათვითმავალ მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ: საწვავის გამოყენებით, სამზარეულო/გათბობის ან სხვა მანქანა-მექანიზმების დამონტაჟებული მოწყობილობები და შიდა განყოფილებები, აგრეთვე ელექტრომოწობილობები, მოეთხოვებათ შესაბამისი ცეცხლის კლასის მქონე  ცეცხლმაქრი;

*7 – საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარ კორპუსში შეფუთული და ექსპლუატაციის პერიოდისათვის საკმარისი მუხტით უზრუნველყოფილი მობილური ტელეფონი;

*8 – იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად არის დამონტაჟებული სხვადასხვა სახის მანქანა-მექანიზმები და საჭიროებენ პერსონალის მომსახურებას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1 ცალი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებით  წყალგაუმტარ შეფუთვაში;

*9 – შეზღუდული ხილვადობის პირობებში და მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლის პერიოდში, სანავიგაციო, სასიგნალო შუქებისა და განათების მოწყობილობების გარეშე, მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია აკრძალულია.

Lн ≤ 6 მ სიგრძის მცურავ საშუალებებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი თეთრი ფერის ფანარი (შუქურა) განათების მოწყობილობებით, რომლის დანახვაც შესაძლებელია ყველა მხრიდან.

Lн > 6 მ რეკომენდებულია მარცხენა ბორტზე წითელი ფერის ნათურა, მარჯვენა ბორტზე – მწვანე ფერის ნათურა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს თეთრ შუქზე ქიმის ცენტრში, მინიმუმ 1 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ბორტის ნათურებიდან.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2025.
როდის იქნა მიღებული „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.03.2025. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.55.067.016204.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №78, 25.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016204 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6450713/