სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2025
ძალაში შესვლა 01.04.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.024936 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/02/2025
935 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2025 მიღება
01.04.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.07.2019 მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 14.03.2019 „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 08.06.2017 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 21.02.2023 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი 88% 04.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №45 2025 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს საქმიანობის, მის მიერ წინადადების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავებისა და წარდგენის წესსა და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საბჭო იქმნება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც მონაწილეობს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის მომზადებაში, მასზე რეკომენდაციების გაცემის მიზნით, აგრეთვე წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი სააუზო უბნის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობას. 3. საბჭო იქმნება ტერიტორიული პრინციპით, თითოეული მდინარის აუზის/სააუზო უბნისთვის. მდინარის აუზი/სააუზო უბანი განისაზღვრება „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საბჭო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს კანონით, ამ წესით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური ორგანოების (მათი ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) თანამშრომლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე შესაბამისი მდინარის სააუზო უბნის ტერიტორიაზე ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები, ჰიდროენერგოგენერაციის კომპანიები და ა. შ.) წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის რესურსების მდგომარეობაზე, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებელთა ასოციაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენენ შესაბამისი უწყებები, ორგანოები  და ორგანიზაციები, სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. 3. საბჭოს შემადგენლობასა და მის რიცხოვნობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭო შედგება თავმჯდომარის, მოადგილისა და საბჭოს წევრებისგან. საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის საბჭოს წევრი. 2. საბჭო შედგება არაუმეტეს 30 წევრისგან, შესაბამისი მდინარის აუზის/სააუზო უბნის თავისებურებიდან გამომდინარე. 3. საბჭო უფლებამოსილია, შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები და დაამტკიცოს მათი შემადგენლობა, როგორც წესი, საბჭოს წევრების წინადადების საფუძველზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მხოლოდ საბჭოს წევრი შეიძლება იყოს. სამუშაო ჯგუფის წევრები კონკრეტულ საკითხებს საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავენ. 4. საბჭოს წევრობა ანაზღაურებად საქმიანობას არ წარმოადგენს. მუხლი 4🔗. საბჭოს ფუნქციები საბჭოს ფუნქციებია: ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის განხილვა და მასთან დაკავშირებით წინადადებების/რეკომენდაციების სამინისტროსთვის წარდგენა; ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციების ჩატარება, წინადადებების/რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება;  გ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის ღონისძიებათა პროგრამის განხილვა, აგრეთვე, გარემოსდაცვითი მიზნების დადგენისა და ღონისძიებების პრიორიტეტიზაციის პროცესში მონაწილეობა; დ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა; ე) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ღონისძიებათა პროგრამის განხორციელების მონიტორინგის შედეგების გაცნობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის დამტკიცებიდან 3 წლის შემდეგ მომზადებული შუალედური და 6 წლის შემდეგ მომზადებული საბოლოო ანგარიშის სახით. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს მინისტრი. 2. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებისგან ნიშნავს მის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს. 3. სხდომები ტარდება საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური სამუშაო განრიგის შესაბამისად. 4. რიგგარეშე სხდომა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიწვეულ იქნეს სამინისტროს, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. 5. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს. ამისათვის ინიციატორმა თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები სხდომამდე, სულ მცირე, 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღით ადრე. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი და დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებული მასალები წევრებს უნდა მიეწოდოთ სხდომამდე, სულ მცირე, 20 (ოცი) სამუშაო დღით ადრე. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით მიიღება. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭოს სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეგზავნება სამინისტროს. სხდომის ოქმები და სხდომაზე მიღებული სხვა დოკუმენტები ინახება სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებზე საბჭოს წევრებისა და საზოგადოების წვდომას, მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციები საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სხდომების წლიურ განრიგს და იწვევს საბჭოს სხდომებს წლიური განრიგის შესაბამისად, აგრეთვე, საჭიროებიდან გამომდინარე, ან საბჭოს წევრებისა და სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე; გ) საბჭოს წევრებს უგზავნის მოსაწვევებს სხდომაზე დასასწრებად და სხდომაზე განსახილველ დოკუმენტებს სხდომამდე, სულ მცირე, 20 სამუშაო დღით ადრე; დ)  თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს და ხელს აწერს სხდომის ოქმებს; ე)  საჭიროების შემთხვევაში,  ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს. მუხლი 7🔗. სამდივნოს ფუნქციები საბჭოს საქმიანობის ადმინისტრაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  სამინისტროს  შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რაც გულისხმობს: ა) სხდომების ლოგისტიკის უზრუნველყოფას; ბ) საბჭოს შემადგენლობის, სხდომების თარიღის, ადგილის, დღის წესრიგისა და განსახილველი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და გადაწყვეტილების გასაჯაროებას; გ) საბჭოს სხდომების ოქმების მომზადებასა და სამინისტროსთვის და საბჭოს წევრებისთვის მათ მიწოდებას; დ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმისა და შესაბამისი დოკუმენტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებებს. მუხლი 8🔗. საბჭოს წევრების უფლებები და ვალდებულებები 1. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ: ა) საბჭოს წარუდგინონ წინადადებები და მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; ბ) წერილობითი სახით მიიღონ საბჭოს მიერ განხილული და განსახილველი დოკუმენტები, აგრეთვე საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტები და ოქმები; გ) დაესწრონ სამუშაო ჯგუფების ნებისმიერ შეხვედრას. 2. საბჭოს წევრები ვალდებული არიან: ა) მონაწილეობა მიიღონ საბჭოს სხდომებსა და იმ სამუშაო ჯგუფების სხდომებში, რომელთა წევრებსაც ისინი წარმოადგენენ; ბ) არ გაამჟღავნონ კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საბჭოს მუშაობის პროცესში. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. საბჭოს წევრი საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. 2. საბჭოს წევრი არ უნდა იყოს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის ავტორი ან ავტორთან ნათესაურ კავშირში ან სხვა საქმიან ურთიერთობაში. 3. თუ საბჭოს წევრს ამ მუხლის თანახმად წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა იმ მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის განხილვაში, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი.