„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №137
2008 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №91, მუხლი 980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2008 წლის ბოლომდე, გარდა ნუსხის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული რეგლამენტისა, რომლის დამტკიცება განხორციელდეს 2009 წლის ბოლომდე.“.
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
დანართი
ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა
მუხლი 1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;
ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იმართება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;
გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;
დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;
ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;
ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;
ზ) „მწვანე“, “უფრო მწვანე და უსაფრთხო“, „ევრო 3 უსაფრთხო“ და „ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;
თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;
ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;
კ) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;
ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი.“.
მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:
ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესი“;
გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;
დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;
ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;
ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;
ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;
თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;
ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;
კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;
ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;
მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;
ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე