ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №128
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
1. ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვროს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნ-ველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგ-ლამენტების დამტკიცება 2007 წლის ბოლომდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებისთანავე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;
– ,,სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;
– ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;
,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;
– ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;
– ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“.
სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
– ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;
– ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;
– ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესები“;
– ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;
– ,,საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;
– ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;
– ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“?
- „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 27.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №128. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.000769.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.02.2010-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“, №128, 27.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.000769 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1102957/