ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2007 ძალადაკარგული 19.02.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.000769
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 28/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

1. ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვროს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნ-ველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგ-ლამენტების დამტკიცება 2007 წლის ბოლომდე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებისთანავე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 დანართი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;

– ,,სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;

,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

 ,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

– ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“.

 

სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

,,საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

– ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

– ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

– ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესები“;

– ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

,,საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

– ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

– ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.