„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №167
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №91, მუხლი 980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2008 წლის ბოლომდე, გარდა ამ ნუსხის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლით გათვალისწინებული რეგლამენტებისა, რომლებიც დამტკიცდება 2009 წლის ბოლომდე.“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანართს – „ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“, დაემატოს მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) ნავსადგურის წესები;
ბ) სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები;
გ) საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი;
დ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის წესი;
ე) მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები;
ვ) საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი;
ზ) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №167. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.10.003.001.112.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №167, 30.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.10.003.001.112 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7066/