„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №268
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №91, მუხლი 980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დანართი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა
საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც იმართება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;
– ,,სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;
– ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;
– ,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;
– ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;
– ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრო-მისა და დასვენების რეჟიმები“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“.
სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
– ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;
– ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;
– ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;
– ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;
– ,,საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;
– ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;
– ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ.“;
ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2007 წლის ბოლომდე, გარდა ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტის ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესისა“, რომლის დამტკიცებაც განხორციელდეს 2008 წლის ბოლომდე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე