⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.01.2026)
გაუქმებულია:

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2025
ძალის დაკარგვა 30.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №204
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016940 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
449 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2025 მიღება
30.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
27.02.2025
29.01.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №204 2025 წლის 26 თებერვალი ქ. რუსთავი სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2). მუხლი 4🔗 ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 თებერვლის №120 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016853, 29.02.2024). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე დანართი №1 ზონის დასახელება 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C მაკრომდებარეობის ინდექსი Img ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი Cn ცენტრალური ზონა I ქვეზონა 0,24 0,7 1,50 100 25.2 II ქვეზონა 0,24 0,7 1,45 100 24.36 შუალედური ზონა 0,24 0,7 1,00 100 16.8 პერიფერიული ზონა I ქვეზონა 0,24 0,7 0,95 100 15.96 II ქვეზონა 0,24 0,7 0,90 100 15.12 დანართი №2 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება  ცენტრალური ზონა I ქვეზონა – „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია; თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი); ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები; მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სრულად). II ქვეზონა მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად) ჭყონდიდელის დასახლება (სრულად); – საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის   ქარხნები). შუალედური ზონა – კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად). პერიფერიული ზონა I ქვეზონა ტყე - ჭალა (სრულად); – მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე - ჭალები (სრულად).  II ქვეზონა – სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები.