📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016432 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/02/2025
274 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 28.05.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 26.11.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 18.06.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 23.04.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 25.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 2025 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 1​1 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების შესაბამისად, 1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 3. სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნა. 4. სალიკვიდაციო კომისიამ სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“. 7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ნ. ჯალაღონია). მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-5, მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი