“კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №390 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 26/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.518

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №284

2006 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №390 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №390 ბრძანებით (სსმ III, 13.01.05. №3, მუხ. 34) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;

გ) წესდების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;

დ) წესდებას დაემატოს მე-16 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი

იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებელი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია