⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2026)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2025
ძალის დაკარგვა 02.03.2026
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016634 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
834 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2025 მიღება
02.03.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
28.02.2025
27.02.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №04 2025 წლის 27 თებერვალი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗  დამტკიცდეს ქალაქ თელავის ზონირების რუკა დანართი  №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №04 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/03/2024; 010250050.35.163.016612). მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა ბურდიაშვილი დანართი №1 ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება ქალაქ თელავის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL ცენტრალური ზონა        ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს): თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე; მელითაურის ქუჩა; თეთრიანის ქუჩა; ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე; ბიბერახის ქუჩა; მარჯანიშვილის ქუჩა;  გიორგი არსენიშვილის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე; გურამიშვილის ქუჩა; ავთანდილ გულიაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე; დოდაშვილის ქუჩა ავთანდილ გულიაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე; ქუჩიშვილის ქუჩა; ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე; ოძელაშვილის ქუჩა; გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე; ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე. 1,3 შუალედური ზონა შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს):  დავითაშვილის ქუჩა; თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩის და შალვა დავითაშვილის ქუჩას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); შალვა დავითაშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე; ქართული უნივერსიტეტის ქუჩა შალვა დავითაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე; გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე; ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე;  თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის №37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა №37-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; ალაზნის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ალაზნის სარწყავ არხამდე; სამასი არაგველის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის ქუჩა სამასი არაგველის ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე; დავით აღმაშენებლის ქუჩა  ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე;  ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე. 1 პერიფერიული ზონა პერიფერიულ ზონას მიეკუთვნება ქალაქ თელავის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. 0,7 დანართი №2 ქალაქ თელავის ზონირების რუკა . დანართი №3 თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია შესაბამისი ზონების მიხედვით. მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შესაბამის ზონაზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით  CN=IMG X ITL XCXK K, სადაც: 1.1. CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2.  IMG G  არის  თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 1.3.  ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; 1.4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; 1.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.  2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,53 1,3 0,24 1000 165,36 შუალედური ზონა 0,53 1 0,24 500 63,60                                                                პერიფერიული ზონა 0,53 0,7 0,24 300 26,71 3.  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრულია        შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 31.80 ლარს. 4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება №3 დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 15.90 ლარს. 5. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 31.80 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება №3 დანართის მე-2 პუნქტით დადგენილი ფასი.