📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2025
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016636 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/02/2025
1,826 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.01.2018 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.07.2016 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.06.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.11.2017 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №06 2025 წლის 27 თებერვალი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 08 თებერვლის  №26 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010250050.35.163.016404)მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა ბურდიაშვილი დანართი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს თემატური მოკვლევისა და  დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარატს აქვს ბეჭედი და შტამპი. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, დოკუმენტების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. თავი II აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები 1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, საკრებულოს ფრაქციების,  საკრებულოს თემატური მოკვლევისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება. 2. ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. 3. ორგანიზაციული-ტექნიკური მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში. 4. უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, კენჭისყრისას ხმების დათვლა. 5. უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას. 6. ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების,  საკრებულოს თემატური მოკვლევისა და დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. 7. უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.  საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მოამზადოს, საკრებულოს სამართლებრივი აქტები საბოლოო რედაქციით. 8. უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირების საკადრო აღრიცხვიანობა. 9. უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი სამართლებრივი აქტების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ავტორიზებულ ელექტრონულ პროგრამაში (publish.matsne.gov.ge) გაგზავნა გამოსაქვეყნებლად. 10. მოახდინოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. 11. უზრუნველყოს საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კანონით დადგენილი წესით წარდგენის ხელშეწყობა, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული დანაყოფების უფროსებთან ერთად შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მომზადება, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საკრებულოს აპარატში დასაქმებულთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება (ehrms), საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, მოსამსახურეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ასევე, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის შესაბამისი მასალების მომზადება, მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გაანალიზება, მათი სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადება და წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება, საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება. 12. გააფორმოს საკრებულოში მომუშავე მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტები. 13.  უზრუნველყოს აპარატში ერთიანი საქმისწარმოება; ჩამოაყალიბოს საქმეთა ნომენკლატურა, შეიმუშაოს კლასიფიკატორები, ინდექსები, შიფრები და კოდები. 14.  უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, კორესპონდენციის განსახილველად გამზადება. 15. ორგანიზება გაუწიოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების მიწოდებას საკრებულოს წევრებისათვის. 16. უზრუნველყოს კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მასალების მოძიება და პასუხის გაცემა ადრესატისათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნულის თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება, სათანადო ორგანოებში გაგზავნა და გამოქვეყნება. 17. უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად. თავი III აპარატის სტრუქტურა მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანის წესი 1. აპარატის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. აპარატის სტრუქტურაში ცვლილება ხორციელდება საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მუხლი 5🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. საორგანიზაციო განყოფილება; 1.2. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება; 1.3. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება. თავი IV აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 6🔗 პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -  აპარატის უფროსი: 2.1. უძღვება და ზედამხედველობას უწევს აპარატისა და მის განყოფილებების საქმიანობას; 2.2. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების პროექტებს; 2.3. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; 2.4. უზრუნველყოფს თავმჯდომარისათვის წინადადებების, დასკვნებისა და ანგარიშის წარდგენას აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით; 2.5. ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; 2.6. ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების საბოლოო სახით რედაქტირების უზრუნველყოფას; 2.7. უზრუნველყოფს გამართულ კომუნიკაციას საკრებულოს აპარატსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის; 2.8. უზრუნველყოფს სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობის ორგანიზაციული საკითხების წარმოებას; 2.9. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს; 2.10. ახორციელებს საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საერთო კოორდინაციას. 2.11. უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან ერთად საკრებულოში არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოორდინაციას; 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. მუხლი 7🔗. აპარატის განყოფილების ხელმძღვანელი 1. აპარატის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი: 2.1. ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; 2.2. პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; 2.3. ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებაში მისდამი ქვემდებარე განყოფილების ფუნქციების ასახვას; 2.4. განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; 2.5. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; 2.6. შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; 2.7. უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; 2.8. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე და საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით და აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრულ დავალებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. თავი V აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მუხლი 8🔗. საორგანიზაციო განყოფილება 1. ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, თემატური მოკვლევისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 2. ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას. 3. ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას. 4. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში. 5. უზრუნველყოფს საკრებულოში  შემუშავებული და მერიიდან წარმოდგენილი საკითხების მიხედვით  მუდმივმოქმედი კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგების პროექტების მომზადებას. 6. ორგანიზებას უწევს  საკრებულოს წევრების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო და თემატური მოკვლევის ჯგუფების  შეხვედრებს მოსახლეობასთან. 7. ახორციელებს სხომებზე წესრიგის დაცვას. საკრებულოს თანამდებობის პირების ხელშეწყობას, ხმების დათვლას სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას. 8. უზრუნველყოფს საკრებულოს ფრაქციების, მუდმივმოქმედი  კომისიების, თემატური მოკვლევისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების შედგენა-გაფორმებას. 9.  ახორცილებს საკრებულოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის კონტროლს. 10. უზრუნველყოს კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მასალების მოძიება და პასუხის გაცემა ადრესატისათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 11. ახორციელებს საკრებულოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან შეთანხმებით. 12. ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების დავალებების შესრულებას. მუხლი 9🔗. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება 1. უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმისწარმოების პროცედურების და დოკუმენტბრუნვის სტანდარტების, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვას. 2. უზრუნველყოფს შემოსული განცხადებების და სხვა კორესპონდენციის ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში რეგისტრაციას, აღრიცხვას და ინდექსაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისთვის დანაწილებას, მათ დანიშნულებისამებრ გადაგზავნასა და შესრულებაზე ინფორმაციის შეგროვებას. 3. უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსულტაციას განცხადების შედგენასთან და მათ მიერ შემოტანილი განცხადების სტატუსთან დაკავშირებით. 4. უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული პროექტების, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ტექნიკურ გამართულობას და ელექტრონულ საქმისწარმოების პროგრამაში განთვსებას. 5. უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების,  სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ავტორიზირებულ ელექტრონულ პროგრამაში (publish.matsne.gov.ge)  გადაგზავნას გამოსაქვეყნებლად კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 6. უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ჟურნალის ელექტრონულ წარმოებას. 7. ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას. 8. უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების და ბიუროს გადაწყვეტილებების დანაწილებას საკრებულოს შესაბამის კომისიებში და მერიის შესაბამის სამსახურებში. 9. უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის საუწყებო არქივის გამართულად ფუნქციონირებას, წარმოქმნილი დოკუმენტების დროებით შენახვის, აღრიცხვის, დაცვის და მუდმივად შესანახი დოკუმენტების საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონულ არქივში გადასაცემად მომზადებას. 10. ახორციელებს საკრებულოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვას პესრონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან შეთანხმებით. 11. უზრუნველყოფს საკრებულოსა და ბიუროს სხდომების ოქმების მომზადებას. 12. ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების დავალებების შესრულებას. მუხლი 10🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება 1. უზრუნველყოფს eHMRS (ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა) – პროგრამის გამართულად ფუნქციონირებას. 2. შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და მეთოდის პროექტს. 3. უზრუნველყოფს  საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება/განახლებას. 4. უზრუნველყოფს მოხელესათვის კლასის მინიჭების საკითხების მომზადებას ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ასევე შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს. 5. უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებას კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად. 6. ახდენს შრომითი ხელშეკრულებების მომზადება-გაფორმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას. 7. ახდენს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, მივლინებისა და შვებულების აღრიცხვა-სისტემატიზაციას. 8. ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული დონის ანალიზის და საჭიროების შემთხვევაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და საჭირო ღონისძიებათა გატარებას. 9. უზრუნველყოფს სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით კონკურსის ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 10. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებას. 11. უზრუნველყოფს დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას. 12. ახორციელებს საკრებულოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვას პესრონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან შეთანხმებით. თავი VI აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები მუხლი 11🔗. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები თანამდებობებზე ინიშნებიან  კონკურსის წესით  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 12🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი 1. აპარატის საშტატო ნუსხას და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონის ,,საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო. 2. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შრომის შინაგანაწესს, აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. თავი VII დასკვნითი დებულებები აპარატის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა  ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საკრებულოს გადაწყვეტილებით.