პუბლიკაციის თარიღი 19.06.2025
მოქმედების პერიოდი 19.06.2025 — 23.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52-16
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52-16
2025 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნ ბრძანების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 27) განხორციელების წესი“, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (კოდი: 06 02 27) (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების ბაზისურ პრინციპებს, პროცედურებს და მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმებს.
მუხლი 2🔗.
მიზანი და ამოცანა
1. ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტის საშუალებით.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა, ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, მომსახურების მიმღები პირისთვის, პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას. ამ დროს საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;
გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას-სატრენინგო კურსის გავლას;
დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);
ე) განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ვ) მომსახურების მიმღები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი;
ზ) მომსახურების მაძიებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირი;
თ) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი;
ი) მომლოდინე – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან და მიმწოდებელთა არასაკმარისი რესურსიდან გამომდინარე ვერ ხერხდება მისი ქვეპროგრამაში ჩართვა;
კ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ლ) სააგენტო – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მუხლი 4🔗.
ქვეპროგრამის მოსარგებლედ ჩართვის კრიტერიუმები
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა:
ა) 18 წელს მიღწეული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მიმწოდებლისთვის მიმართვის მომენტისთვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში.
ბ) უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე, განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ვერ ჩაერთვებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრირებად „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრაში, სხვა მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებად „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“, სამინისტროს მიერ ადმინისტრირებად „შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამაში ან სხვა მსგავს პროგრამაში.
მუხლი 5🔗.
მიმწოდებლად ჩართვის კრიტერიუმები და ფუნქცია-მოვალეობანი
1. მიმწოდებელი – იურიდიული პირი (ორგანიზაცია), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
2. მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს რეგულარული და სპეციალიზებული ასისტირების მომსახურების მიმწოდებელი ასისტენტები.
3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დაუშვებელია წარმოდგენილისაგან განსხვავებული სპეციალისტების ჩართვა მომსახურების გაწევისას.
4. ქვეპროგრამაში ჩართული მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს მოსარგებლე და მომლოდინე პირთა საერთო სია, რომელსაც ყოველი თვის პირველ რიცხვში წარუდგენს განმახორციელებელს.
მუხლი 6🔗.
მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მომსახურების მაძიებელი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს მიმწოდებელს შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადი;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის არსებობის შემთხვევაში:
გ.ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი და განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას;
გ.ბ) წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
2. მიმწოდებელი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას და ასისტირების ტიპს. განმცხადებელს ასევე ეცნობება წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის შესახებ.
3. მაძიებელი პირის შეფასების შემდგომ, უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს მიმწოდებელთან.
4. მიმწოდებელი წერილობით მიმართავს განმახორციელებელს მაძიებელი პირის ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, რასაც თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.
5. განმახორციელებელი იღებს გადაწყვეტილებას: მაძიებლის მოსარგებლედ/მომლოდინედ რეგისტრაციის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობებათ განმცხადებელსა და მიმწოდებელს.
6. მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმებს ამტკიცებს განმახორციელებელი.
მუხლი 7🔗.
პერსონალური ასისტენტის შერჩევა და სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება
1. შეტყობინების მიღების შემდეგ, მომსახურების მიმღებმა უნდა მიმართოს მიმწოდებელს, პერსონალური ასისტენტის შერჩევისა და პირობების შეთანხმების მიზნით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანების შესაბამისად.
2. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტსა და მომსახურების მიმღებს შორის.
მუხლი 8🔗.
მომსახურების შეჩერება და შეწყვეტა
1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას;
2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
გ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
დ) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ე) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში;
ვ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
ზ) მოსარგებლის გარდაცვალება.
მუხლი 9🔗.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი და შესრულებული სამუშაოს წარდგენა
1. ქვეპროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოცულობით.
3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
4. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 10🔗.
კონტროლის განხორციელება
1. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით, სატელეფონო კომუნიკაციის ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტის განხორციელების საშუალებით.
2. შემთხვევის ადგილზე ვიზიტით შემოწმებისას ხორციელდება მოსარგებლესთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ან/და მიმწოდებელთან გასაუბრება.
3 განმახორციელებელი არ ახდენს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სსიპ – „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ რეგულირების სფეროს მიკუთვნებული საკითხების, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით დადგენილი პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროებისა და ასისტირების ტიპის, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგს. ასევე, ნებისმიერი საქმიანობის მონიტორინგს, რასაც ესაჭიროება სამედიცინო ცოდნა ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის ან/და ნებართვის მოპოვება.
მუხლი 11🔗.
გარდამავალი დებულებები
1. დადგენილების ამოქმედებისთანავე ქვეპროგრამის მიმწოდებლებად განისაზღვრონ ორგანიზაციები, რომლებიც სამინისტროს მიერ რეგისტრირებულნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტირების მომსახურების მიმწოდებლებად.
2. დადგენილების ამოქმედებისთანავე მოსარგებლეებად განისაზღვრონ პირები, რომლებიც სამინისტროს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირებისგან (ორგანიზაცია) იღებენ პერსონალური ასისტენტის მომსახურებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52-16
2025 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნ ბრძანების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 27) განხორციელების წესი“, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (კოდი: 06 02 27) (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების ბაზისურ პრინციპებს, პროცედურებს და მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმებს.
მუხლი 2.
მიზანი და ამოცანა
1. ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტის საშუალებით.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა, ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, მომსახურების მიმღები პირისთვის, პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
მუხლი 3.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას. ამ დროს საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;
გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას-სატრენინგო კურსის გავლას;
დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);
ე) განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ვ) მომსახურების მიმღები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი;
ზ) მომსახურების მაძიებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირი;
თ) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი;
ი) მომლოდინე – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან და მიმწოდებელთა არასაკმარისი რესურსიდან გამომდინარე ვერ ხერხდება მისი ქვეპროგრამაში ჩართვა;
კ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ლ) სააგენტო – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მუხლი 4.
ქვეპროგრამის მოსარგებლედ ჩართვის კრიტერიუმები
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა:
ა) 18 წელს მიღწეული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მიმწოდებლისთვის მიმართვის მომენტისთვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში.
ბ) უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე, განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ვერ ჩაერთვებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრირებად „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრაში, სხვა მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებად „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“, სამინისტროს მიერ ადმინისტრირებად „შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამაში ან სხვა მსგავს პროგრამაში.
მუხლი 5.
მიმწოდებლად ჩართვის კრიტერიუმები და ფუნქცია-მოვალეობანი
1. მიმწოდებელი – იურიდიული პირი (ორგანიზაცია), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
2. მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს რეგულარული და სპეციალიზებული ასისტირების მომსახურების მიმწოდებელი ასისტენტები.
3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დაუშვებელია წარმოდგენილისაგან განსხვავებული სპეციალისტების ჩართვა მომსახურების გაწევისას.
4. ქვეპროგრამაში ჩართული მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს მოსარგებლე და მომლოდინე პირთა საერთო სია, რომელსაც ყოველი თვის პირველ რიცხვში წარუდგენს განმახორციელებელს.
მუხლი 6.
მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მომსახურების მაძიებელი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს მიმწოდებელს შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადი;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის არსებობის შემთხვევაში:
გ.ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი და განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას;
გ.ბ) წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
2. მიმწოდებელი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას და ასისტირების ტიპს. განმცხადებელს ასევე ეცნობება წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის შესახებ.
3. მაძიებელი პირის შეფასების შემდგომ, უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს მიმწოდებელთან.
4. მიმწოდებელი წერილობით მიმართავს განმახორციელებელს მაძიებელი პირის ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, რასაც თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.
5. განმახორციელებელი იღებს გადაწყვეტილებას: მაძიებლის მოსარგებლედ/მომლოდინედ რეგისტრაციის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობებათ განმცხადებელსა და მიმწოდებელს.
6. მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმებს ამტკიცებს განმახორციელებელი.
მუხლი 7.
პერსონალური ასისტენტის შერჩევა და სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება
1. შეტყობინების მიღების შემდეგ, მომსახურების მიმღებმა უნდა მიმართოს მიმწოდებელს, პერსონალური ასისტენტის შერჩევისა და პირობების შეთანხმების მიზნით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანების შესაბამისად.
2. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტსა და მომსახურების მიმღებს შორის.
მუხლი 8.
მომსახურების შეჩერება და შეწყვეტა
1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას;
2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
გ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
დ) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ე) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში;
ვ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
ზ) მოსარგებლის გარდაცვალება.
მუხლი 9.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი და შესრულებული სამუშაოს წარდგენა
1. ქვეპროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოცულობით.
3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
4. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 10.
კონტროლის განხორციელება
1. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით, სატელეფონო კომუნიკაციის ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტის განხორციელების საშუალებით.
2. შემთხვევის ადგილზე ვიზიტით შემოწმებისას ხორციელდება მოსარგებლესთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ან/და მიმწოდებელთან გასაუბრება.
3 განმახორციელებელი არ ახდენს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სსიპ – „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ რეგულირების სფეროს მიკუთვნებული საკითხების, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით დადგენილი პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროებისა და ასისტირების ტიპის, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგს. ასევე, ნებისმიერი საქმიანობის მონიტორინგს, რასაც ესაჭიროება სამედიცინო ცოდნა ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის ან/და ნებართვის მოპოვება.
მუხლი 11.