„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №17 |
|
2025 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31.12.2015, 010340000.22.034.016500) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომ – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) – პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრებისა) და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი;“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის/საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.“; ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ბელგიის სამეფოში მივლინებულ პოლიციის ატაშეს შეიძლება დაეკისროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებები.“; გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-7 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრისათვის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან:“. 3. მე-4 მუხლის: ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამართალდაცვით სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება; ვ) მათი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ანგარიშის წარდგენა;“; გ) „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციის სამართალდაცვითი სფეროს შესწავლა, შესაბამისი ღია საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება, აგრეთვე შესაბამისი კონსულტაციების წარმართვა;“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგინებით.“. 5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის/საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის აპარატში არადიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.02.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.034.017546.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №17, 27.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017546 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6430825/