სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2025 წლის 27 თებერვალი ქ. ბათუმი |
|
1. ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება: გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5; გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4; გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2; გ.დ) შუალედური ზონისათვის - 1; გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8; გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6; გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 0,6; გ.თ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 0,5; დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის. ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს: ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 2200; ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1850; ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1100; ე.დ) შუალედური ზონისათვის - 920; ე.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 675; ე.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 635; ე.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 525; ე.თ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 360. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||