,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.117.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №21

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილს №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულების პირველ პუნქტით განსაზღვრულ დანართ №1-ში და დანართ №2-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართი №1-ით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ობიექტებში, კერძოდ, სოფელ სხვავაში, მე-4 ქუჩაზე, უკვე არსებულ I ჩიხს შეეცვალოს სახელი და დაერქვას მე-4 ქუჩის I შესახვევი;

ბ) დანართი №1-ით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ობიექტებს დაემატოს და დამისამართდეს სოფელ სხვავაში, მე-4 ქუჩაზე, დასახელების არმქონე ჩიხი და დაერქვას მე-4 ქუჩის I ჩიხი;

გ) დანართი №2-ის სახით მოცემულ სიტუაციურ რუკებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები წარმოდგენილი ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად (სიტუაციური ნახაზი თან ერთვის).

2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1 აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულება გაეგზავნოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე „www.ambrolauri.gov.ge“.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           ასლან საგანელიძე

 

📎 დანართები (1)
რუკა.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗