„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.117.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №59

2025 წლის 13 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

 

,,ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  სოფლებში  მდებარე  უსახელო  ქუჩების  არაბული  ციფრებით  სახელდების  შესახებ’’ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულების პირველ პუნქტით განსაზღვრულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ მეორე ტოლის 1-ლი ქუჩის I ჩიხი ამოღებულ იქნეს;

ბ) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ მეორე ტოლის მე-2 ქუჩა ამოღებულ იქნეს;

გ) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ მეორე ტოლის მე-2 ქუჩის I ჩიხი ამოღებულ იქნეს;

დ) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ მეორე ტოლის მე-9 ქუჩა ამოღებულ იქნეს;

ე) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ ხვანჭკარას დაემატოს 1-ლი ქუჩის VIII ჩიხი;

ვ) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ ხვანჭკარას დაემატოს 1-ლი ქუჩის IX ჩიხი;

ზ) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ ხვანჭკარას მე-9 ქუჩა ამოღებულ იქნეს;

თ) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ ხვანჭკარას დაემატოს მე- 15 ქუჩა;

ი) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთულის, სოფელ ხვანჭკარას დაემატოს მე-15 ქუჩის I ჩიხი.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანართი №2-ის სახით მოცემულ სიტუაციურ რუკებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, წარმოდგენილი ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად (სიტუაციური ნახაზი თან ერთვის).

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება გაეგზავნოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე „www.ambrolauri.gov.ge“.

7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ასლან საგანელიძე

 


📎 დანართები (1)
დანართი_N2_რუკა.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗