პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- LAW OF GEORGIA PENITENTIARY CODE 15.12.2023
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:
„მუხლი 431. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.“.
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადაცემა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.
თბილისი, 4 მარტი 2025 წ. N342-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.03.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №342-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.102523.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №342-IIმს-XIმპ, 04.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.102523 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6435202/